წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ვადა 12-ის ნაცვლად, 8 თვე განისაზღვრება. საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
„მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან, სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ და ამით სარეზერვო სამსახურისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მათთვის აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ქვეყნის მზარდ უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.