თეგი: ხანძრები
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. წერს Reuters. შაბათს დილით საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან 12 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათი საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო კვირების განმავლობაში ტყის ხანძრებმა საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი მოიცვა. მხოლოდ ჟირონდის რეგიონში თითქმის 10 000 ჰექტარი მიწა დაიწვა. მეზობელ ესპანეთში, მეხანძრეები ხანძარს მას შემდეგ ებრძვიან, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია სახლებიდან დიდი ხანძრის გამო, ქალაქ მალაგას პროვინციაში, ქალაქ მაიასთან, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ტურისტებში პოპულარულია. მთლიანობაში, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე 39 550 ჰექტარი მოიცვა, რაც სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-დან 13 ივლისამდე სიცხის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ფონური დაავადებების მქონე მოხუცები იყვნენ.
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი
ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებთან ბრძოლას განაგრძობენ. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტერიტორია. ესპანეთში ტყის ხანძარს მეხანძრე ემსხვერპლა. ესპანეთში 30-ზე მეტი აქტიური ხანძარია ექსტრემადურას, კასტილიისა და ლეონის, გალიციის, ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონებში. ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 000 ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა. კასტილიისა და ლეონის რეგიონში ერთი მეხანძრე გარდაიცვალა კვირას და მისი ორი დაშავებული კოლეგა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 2 300 ევაკუირებული კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რადგან საფრთხე არსებობს. კვირას ესპანეთში ზედიზედ მეშვიდე დღეა 44º C-ზე მეტი დაფიქსირდა. სამშაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა. პორტუგალიაში, Publico-ს ცნობით, დაახლოებით 800 მეხანძრე ებრძვის ოთხ აქტიურ ხანძარს. ქვეყნის 80-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ხანძრის ულტრა მაღალი საშიშროება რჩება. კვირას ორი მეხანძრე საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს. France Bleu-ს ცნობით, საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს. ორშაბათი ძალიან რთული იქნება ჰაერის ტემპერატურის 44°C-მდე მატებისა და ქარის მიმართულების მუდმივი ცვლილების გამო. ხანძარმა გაანადგურა 14 ათასი ჰექტარი ტერიტორია, აქედან 9 800 ჰექტარი ქალაქ ლანდირასის მიდამოში.
ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული
ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი“, - განაცხადა პრემიერმა.