თეგი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მაშველებმა მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. 72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა, ეძებდნენ. ის მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოძრაობა შეფერხებულია.  

საქართველოს რკინიგზა: სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სადგურ მარელისთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი, რედ.) ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება რეისები.  მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25 #874 თბილისი-ფოთი 17:30