თეგი: ხიდი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი გაიხსნება

წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი იყო.   როგორც კომპანია KASS LAND-ის დირექტორმა  ეკა თორდიამ  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა),  პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკი ვიზიტორს კანიონის კასკადურ ჩანჩქერებამდე მიიყვანს და უზრუნველყოფს მათ მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას.  პროექტის მიხედვით, აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. თორდიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება. ინფორმაციისთვის,ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა. თორდიას ინფორმაციით, წალკის კანიონის KASS LAND-ის მხარეზე შესვლა ფასიანია. "1 ივნისიდან ფასები განახლდება, რადგან მთლიანი ტერიტორია იხსნება. ფასდაკლება გავრცელდება რეზიდენტ და საქართველოს მოქალაქეებზე,"-აცხადებს თორდია.  შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება  ჯამში 120 მლნ ლარია.

დამპყრობლები ყირიმიდან გარბიან - მელიტოპოლის მერი

მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი, დამპყრობლები ნახევარკუნძულიდან ბერდიანსკში გარბიან, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ჩვენ ვხედავთ პანიკას დამპყრობლებს შორის. დაიწყო მნიშვნელოვანი მოძრაობა ყირიმიდან ბერდიანსკამდე. რადგან ახლა ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც შესაძლებელია დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, გადის მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე, მარიუპოლზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამიტომ, დღეს ეს მიმართულება დატვირთულია, მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი და რუსეთის ფედერაციაში გადადიან“, - განაცხადა ფედოროვმა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება

თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მათთვის, რადგან ჯერ ამის საშუალება აქვთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. დამპყრობლები ყირიმიდან ბერდიანსკში, შემდეგ კი რუსეთში გარბიან - მელიტოპოლის მერი „თუ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტყვედ ჩაბარდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი, გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა კვირას, დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად. ოფიციალური პირების თქმით, ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირას საღამოს ჩამონგრევის დროს, საფეხმავლო ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება მშობლიურ შტატ გუჯარატში, თქვა, რომ მან დაავალა შტატის მთავარ მინისტრს, სასწრაფოდ მოხდეს ჯგუფები სამაშველო ოპერაციისთვის. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 საზღვაო და საჰაერო ძალების პერსონალი გამოიძახეს, რათა მაშველებს დაკარგული ადამიანების ძებნაში დაეხმარონ.

ჩუღურეთის ხიდს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს. საკრებულოს სხდომაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაზე იმსჯელეს და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი დაერქვა. საკითხები სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა. კერძოდ: ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩას ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და ერთ შესახვევს რეჟისორისა და მხატვრის, რევაზ გაბრიაძის სახელი მიენიჭა. ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩას კომპოზიტორის, გომარ სიხარულიძის სახელი მიენიჭა. ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელი მიენიჭა. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთს და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლის და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა. გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს საბერძნეთის სახელი მიენიჭა.  

აზერბაიჯანში უდიდესი სარკინიგზო ხიდი შენდება

„აზერბაიჯანის რკინიგზა“, მდინარე ხაკარზე, მასშტაბურ ხიდს აშენებს. ხიდის კონსტრუქციის სიგრძე 418 მეტრი იქნება, სიგანე კი 6,5 მეტრი. სამუშაოები ჰორადიზ-აღბენდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი გასული წლის 14 თებერვალს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით ჩაეყარა. იგეგმება, რომ პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზი ცალმხრივია, სიგრძე ღერძზე 110,4 კილომეტრია. ხაზზე 9 სადგური იმუშავებს, კერძოდ, ჰორადიზი, მარჯანლი, მაჰმუდლუ, სოლტანლი, გუმლაგი, ხაკარი, მინჯივანი, ბარტაზი, აგბენდი. პროექტის ფარგლებში ასევე, ექსპლუატაციაში შევა 456 ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, 70 მოსახვევი, 110,4 კილომეტრიანი საკომუნიკაციო და სასიგნალო ხაზი.