„აზერბაიჯანის რკინიგზა“, მდინარე ხაკარზე, მასშტაბურ ხიდს აშენებს.
ხიდის კონსტრუქციის სიგრძე 418 მეტრი იქნება, სიგანე კი 6,5 მეტრი. სამუშაოები ჰორადიზ-აღბენდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი გასული წლის 14 თებერვალს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით ჩაეყარა.
იგეგმება, რომ პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზი ცალმხრივია, სიგრძე ღერძზე 110,4 კილომეტრია. ხაზზე 9 სადგური იმუშავებს, კერძოდ, ჰორადიზი, მარჯანლი, მაჰმუდლუ, სოლტანლი, გუმლაგი, ხაკარი, მინჯივანი, ბარტაზი, აგბენდი.
პროექტის ფარგლებში ასევე, ექსპლუატაციაში შევა 456 ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, 70 მოსახვევი, 110,4 კილომეტრიანი საკომუნიკაციო და სასიგნალო ხაზი.