თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მათთვის, რადგან ჯერ ამის საშუალება აქვთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„თუ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტყვედ ჩაბარდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან.
როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი, გზის ნაწილი ჩამოინგრა.
მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.