თეგი: ხობი
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ხობში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო
ხობში, სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბანაობისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა. ამასთან, ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები.
ხობის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივებმა კაცის ცხედარი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალში ადგილობრივებმა კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მერის წარმომადგენლის რინელ ადამიას განცხადებით, ცხედარი მდინარემ გამორიყა. შემთხვევუს ადგილზე ამ ეტაპზე, სამართალდამცველები იმყოფებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრმა პარტია დატოვა
ხობის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე წევრმა პარტია დატოვა. მათგან 10 საკრებულოს წევრია. შესაბამისი განცხადება ხობის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა გააკეთა. ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ, ფრაქციისთვის კი სახელის გადარქმევას გეგმავენ. „პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგაჟირებული, „ფსევდომიშისტების“ ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია, რამაც გამოიწვია ღირსეული და მრავალბრძოლა გამოვლილი ადამიანების გვერდზე გაწევა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნეს-ინტერესებით იყო ნაკარნახები. ვინაიდან პარტია ასცდა თავდაპირველ იდეას, ვის გარშემოც ვიყავით გაერთიანებული გულწრფელი ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც წარმოვადგენდით 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე და 2012 წლის შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას შემოერთებული ადამიანები, დღეს, ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა, ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სადაც ნიკა მელია იქნება, იქ ვიქნებით ჩვენ. ოპოზიციის ველზე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს ადამიანი არის ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი, ყველაზე მებრძოლი,“ - განაცხადა ია ჯიშკარიანმა.