ხობში, სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბანაობისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა.
ამასთან, ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები.