ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს.

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.