თეგი: ჯაშუშური ქსელი
პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა - Reuters
პოლონეთმა ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გაანადგურა და ცხრა ადამიანი დააკავა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლონური მხარე აცხადებს, რომ ხსენებული პირები ამზადებდნენ დივერსიულ აქტებს და აკვირდებოდნენ უკრაინის სარკინიგზო მარშრუტებს, განაცხადა ხუთშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ბოლო დღეებში შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში“, - განაცხადა მარიუშ კამინსკიმ პრესკონფერენციაზე.
ფინეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა
რუსეთის დაზვერვის ოფიცრების გაძევებამ და ვიზაზე უარის თქმამ არსებითად შეასუსტა მოსკოვის სადაზვერვო ოპერაციები მეზობელ ფინეთში გასულ წელს, განაცხადა ფინეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (SUPO) ხუთშაბათს. სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსული ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა სკანდინავიურ ქვეყანაში იმის გამო, რომ სააგენტოს შეუძლია, მათი საქმიანობის კპმპრომეტირება მოახდინოს. დაზვერვის ოფიცრების რაოდენობის შემცირებამ და რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვამ მოსკოვის უკრაინაში ომის ფონზე, მნიშვნელოვნად შეარყია რუსი ჯაშუშების მუშაობის პირობები ფინეთში, განაცხადა SUPO-მ. მისივე თანახმად, დიპლომატიურ საფარქვეშ ოპერაციები ტრადიციულად იყო რუსული დაზვერვის მთავარი ინსტრუმენტი საზღვარგარეთ.