თეგი: ჯეიმს ო'ბრაიენი

სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიმართულებით. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. „ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას", - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. თავის მხრივ, კუმარ აიერიმ სანქციების შედეგებსა და ეფექტიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. „ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები", - განაცხადა კუმარ აერიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების თანახმად.

ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ფოკუსირებულნი არიან, ხელი შეუშალონ ისეთი მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით ვაჭრობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს. „მსურს ორიოდე სიტყვით ვისაუბრო, რატომ არის ეს ძალისხმევა საჭირო და განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში. „აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ, მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულნი ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, - აღნიშნა ო'ბრაიენმა. ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთ საერთაშორისო მედიის მიერ მოყვანილ მის ციტატაზე.  ამავე პრესკონფერენციიდან: კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას    

ელჩი დეგნანი: სანქციების კოორდინატორის გზავნილია - მადლობა თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ

სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა გზავნილი ჩამოიტანა აშშ-დან სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ყურადღების შენარჩუნება მუდმივად საჭიროა, რადგან რუსეთი ყოველთვის ეძებს ახალ გზებს სანქციების გვერდის ასავლელად. „ვფიქრობ, რომ როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ კომპონენტების შეჩერებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ბრძოლის ველზე ხალხის მკვლელობის გაგრძელებაში ეხმარება. და სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ბევრ მათგანთან ბევრი წლის განმავლობაში გვიმუშავია - საბაჟო, სასაზღვრო პოლიცია, ბევრი სხვა, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რათა აკონტროლონ საქართველოში რა შემოდის და რა გადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა. ელჩი დეგნანი: რუსეთი ყოველთვის შეეცდება სანქციების გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებას, ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს და მესიჯი, რომელიც სანქციების კოორდინატორმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ზეწოლაა რუსეთისგან, რათა ეს ნაწილები მიიღოს და ერთ-ერთ გზა საქართველოს მსგავს მეზობელ ქვეყნებზე გადის. ასე რომ, მესიჯი არის: „მადლობა თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ამ სასიკვდილო ნაწილების ნაკადის შეჩერებაში და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით და ფხიზლად იყოთ,  ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლაში რუსეთი ახალი გზების პოვნას ცდილობს“, - განაცხადა დეგნანმა მედიასთან 29 ივნისს, ამერიკის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია  

ო'ბრაიენი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. „ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით,“ - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი  

ჯეიმს ო'ბრაიენი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ანაკლიის პორტს კანონის შესაბამისად მოქმედი ფირმა გააკონტროლებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო. ამერიკელმა სენატორებმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად. ჯეიმს ო'ბრაიენს შაჰინმა ანაკლიის პორტში ჩინეთის ინტერესებზეც დაუსვა შეკითხვა.  „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, რომელიც დაკავებული იქნება მოპარვით ან მოსყიდვით ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, ეს ეხება ანაკლიის მსგავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ო'ბრაიენისთვის ცნობილია, რომ ტენდერს ორი ფინალისტი ჰყავს - ერთი სინგაპურისა და ჩინეთის ერთობლივი კონსორციუმია და მეორე - დასავლური კონსორციუმი. აქვე აღნიშნა, რომ პროექტის დასრულებამდე მრავალი წელია დარჩენილი.  ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, DFC-მ (აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაცია) ფოთის პორტისთვის ძალიან დიდი სესხი გამოყო. „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში სხვა საშუალებების განვითარებაზეც, რომ უფრო მეტ დატვირთვასთან გამკლავება შეძლონ... ამის ნაწილია, დავრწმუნდეთ იმაში, რომ იქნება კონკურენცია და რომ ფირმა, რომელიც ანაკლიას გააკონტროლებს, კანონის უზენაესობის შესაბამისად იმუშავებს,“ – აღნიშნა ო'ბრაიენმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში: აშშ შუა დერეფნის კონცენფიის განვითარებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ილჰამ ალიევს შეხვდა ბაქოში. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ, ოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, მხარეებმა შუა დერეფნის კონცეფციაზეც ისაუბრეს. ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას.  

უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ აცხადებს, რომ ილჰამ ალიევთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და აზერბაიჯანმა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაცვალეს. რაც შეეხება 6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმაც. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ო'ბრაიენის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების განხილვისა და რეგიონულ საკითხებზე აზრთა გაცვლის თვალსაზრისით. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების მდიდარი ისტორიაა და რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ამავე შეხვედრისას ალიევმა აღნიშნა, რომ 44-დღიანი  ომის შემდეგ სომხეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, გაგზავნა იარაღი და სამხედრო პერსონალი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და მხარი დაუჭირა სეპარატიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჩაატარ ანტიტერორისტული ღონისძიებები თავის სუვერენულ ტერიტორიებზე, ბოლო მოუღო აგრესიულ სეპარატიზმს და ოპერაციის დროს ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დაცვის მაგალითი აჩვენა. ალიევმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს რეგიონულ სამშვიდობო დღის წესრიგს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენის შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობები მშვიდობის დამყარებისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს ახალი რეალობების გათვალისწინებით. ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს და ორი ქვეყანა კარგი პარტნიორია. მან ისაუბრა შეერთებული შტატების როლზე აზერბაიჯანის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების კონტექსტში და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რეგიონში სამშვიდობო დღის წესრიგს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ამ კუთხით მოლაპარაკებები ვაშინგტონში გააგრძელოს. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის შესახებ დისკუსიების გაგრძელებას. მან აღნიშნა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მომავლისკენ ხედვის მნიშვნელობა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ორმხრივი ვიზიტების განახლება მხარეებმა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას - ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის  

ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კრისტოფერ სმიტს შეხვდა. ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მხარეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტის შედეგები განიხილეს და ორმხრივი შეთანხმებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობა განიხილეს. „ჩვენ მოუთმენლად ველით მიღწეული შეთანხმებების სწრაფ განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთის, რაც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს,“  აღნიშნა ანდრი ერმაკმა. რმაკმა ასევე ხაზი გაუსვა აგრესორ სახელმწიფოზე სანქციების ზეწოლის გაგრძელების მნიშვნელობას. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ აგრესორის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება როგორც უკრაინის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, ასევე, ქვეყანაში. „ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ ჩვენს დახმარებას, თუ მათ ექნებათ ჩვენი სამოქმედო გეგმის სრული გაგება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ღია ვართ ჩვენი პარტნიორებისთვის და მთელი ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთიანია ჩვენი შემდეგი ნაბიჯებისა და პერსპექტივების გასაგებად," - განაცხადა ერმაკმა. თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაცია, მათ შორის მზადება ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მეოთხე შეხვედრისთვის, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. ანდრი ერმაკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უკრაინის უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხს, როგორც ამას ითვალისწინებს G7-ის ერთობლივი დეკლარაცია, რომლის განხორციელებაში წამყვან როლს შეერთებული შტატები ასრულებს. ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, შეაქო შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ ეფექტიანობა, რომელიც უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს. მათ ხაზი გაუსვეს მისი მუშაობის გაგრძელებისა და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობას. მხარეებმა განიხილეს ევროპაში არსებული ვითარება და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობა ყველა მონაწილის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპაში საექსპორტო მარშრუტების განვითარებაში. მათ ასევე განიხილეს უკრაინის აღდგენის საკითხი. ანდრი ერმაკმა გაიმეორა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები, რომ უკრაინა მზადაა, ხელი შეუწყოს ამერიკული კომპანიების მუშაობას უკრაინაში, ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეგვეძლოს ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც დღის წესრიგში გვაქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ მათ შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.  „ჩვენ გვაქვს ძალიან სრული ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ კავშირებს და გვსურს ვიხილოთ, რომ ორივემ ისარგებლოს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო. „სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს. ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან

ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება, ქვეყნისთვის შესაძლებლობებს ქმნის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  ჯეიმს ო'ბრაიენმა ევროკავშირის მიერ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპული პერსპექტივის შეთავაზებას, ამ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უწოდა. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ბლინკენის თანაშემწის თქმით, სასიხარულოა, რომ მხარეებს შორის დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად ორმხრივი დისკუსიები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ მათ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] აქვთ აქტიური დღის წესრიგი ორმხრივ დონეზე და აგრძელებენ დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას. ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები და სიამოვნებით ვუჭერთ მათ მხარს, როგორც შეგვიძლია,“ - განაცხადა ო’ბრაიენმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. მას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში განვითარების კარგ შესაძლებლობებს შექმნის.  „ჩვენ გვაქვს ძალიან ყოვლისმომცველი ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებსა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობებს. გვსურს დავინახოთ, რომ ორივე სარგებლობს სამშვიდობო შეთანხმებით და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნით, ყველაზე მისაღები გზით,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან სომხეთი რეფორმებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო. „სომხეთში რეფორმების დღის წესრიგი ძალიან შთამბეჭდავია. აზერბაიჯანში არჩევნები ახლოვდება და მე ვიცი, რომ შემიძლია, ვისაუბრო იმ როლზე, რომელიც მას სურს, ითამაშოს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაში და ვფიქრობ, სამშვიდობო მოწყობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გეგმებს. ახლა ჩვენ გვსურს, შეგვეძლოს განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც დღის წესრიგში გვაქვს ორივე ქვეყანასთან, დაწყებული ჩვენი შეშფოთებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ, ორმხრივი საკითხებით დასრულებული და ჩვენ გვექნება ძალიან სრული დღის წესრიგი, როგორც კი წინ წავალთ. მაგრამ ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ წახალისების ქოლგის ქვეშ განიხილება,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. კიდევ ერთი თემა, რომელზეც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა, რუსეთისთვის აქტივების კონფისკაციაა. უფრო კონრეტულად, Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა. კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს.  „ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ დაპირებას, რომელიც G7-მ უკვე დადო და ვემზადებით ამ დისკუსიაში ჩვენი როლის შესასრულებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. როგორც მან განმარტა, ადმინისტრაცია განიხილავს აღნიშნულ კანონმდებლობას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკული გზით წინსვლა შეძლოს.  უნგრეთზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო. „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“  

ჯეიმს ო'ბრაიენი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ პრემიერმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 11 იანვარს საერთშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა. მასთან საუბრის თემები მოიცავდა დეპარტამენტის მიზნებს ევროკავშირთან, ბალკანეთთან და სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში. ბლინკენის თანაშემწემ ასევე განიხილა ისეთ პრიორიტეტები, როგორიცაა, NATO-ს 2024 წლის სამიტი ვაშინგტონში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირში მარტო ყოფნა აირჩია იმ თვალსაზრისით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  - ღირს თუ არა ბრძოლა უკრაინელების მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვენ იმავე თავისუფლებას, რასაც თავად ითხოვდა, როდესაც ის ახალგაზრდა სტუდენტი იყო. „ჩვენ გვინდა, ვიხილოთ უნგრეთი, როგორც კონსტრუქციული პარტნიორი. ჩვენ ყველა ვსვამთ რთულ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. და ვიმედოვნებ, რომ უნგრეთი მომავალშილ ამ სულისკვეთებით საუბარს შეძლებს.“ შეგახსენებთ, უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეწინააღმდეგება. ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობას, უკრაინისა და უნგრეთის მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ  

32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, განისაზღვროს, თუ როგორ იქნება NATO მზად თავისუფალი სამყაროს მომავლის დასაცავად. „ამ ზაფხულს, ივლისში, ვაშინგტონი NATO-ს 75-ე სამიტს უმასპინძლებს. ეს იქნება შესაძლებლობა, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გააკეთა NATO-მ დაარსების დღიდან, მაგრამ რაც მთავარია, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იქნება NATO მზად ჩვენი მომავლის დასაცავად. ჩვენ ვუყურებთ რეალურ ცვლილებებს ომების წარმოების გზებში და სახელმწიფოების როლს ამ ომებში. NATO ამისთვის მზად იქნება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი შემოგვიერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ველით, რომ შვედეთი შემოგვიერთდება, როგორც სრულუფლებიანი წევრი, და ეს იქნება 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით, რომლებიც მზად იქნებიან მომავალი ათწლეულების გამოწვევებისთვის გლობალურ დონეზე,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მიიჩნევს, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვაშინგტონში, სამხედრო ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის წევრობისთვის უფრო ამბიციური მიზნები უნდა დაისახოს. „მე მჯერა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ რა სარგებელს მოუტანს NATO უკრაინას. საუბარია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს უკრაინა NATO-ს. თქვენი გაგება თანამედროვე ომის შესახებ მოდის არა სახელმძღვანელოდან, არამედ, ბრძოლის ველიდან. თქვენი შეიარაღებული ძალები გამოცდილია. ინოვაციური და მამაცი. უკრაინა NATO-ს ეკუთვნის და NATO უფრო ძლიერი იქნება უკრაინასთან ერთად. ვილნიუსის სამიტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გაწევრიანებისკენ. და მინდა, ვიყოთ კიდევ უფრო ამბიციურები ვაშინგტონის სამიტზე, ამ ივლისში," - აღნიშნა სუნაკმა. 10 იანვარს, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ელოდება სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტიდან, მათ შორის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ. „რაც შეეხება თავდაცვას, მთავარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მსურს, ვიხილო საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემების რაოდენობით, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ბალისტიკურ [რაკეტებს]," - განმარტა ზელენსკიმ. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ლიეტუვის პრეზიდენტმა უკვე თქვა ყველაფერი. მე მსურს სულ მცირე ერთი კონკრეტული ნაბიჯი დავინახო NATO-ში[წევრობის]კენ," - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტი წარმატებული იქნება, თუ ის ვილნიუსის სამიტს დაეფუძნება და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს. მან აღნიშნა, რომ ვიდრე ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები გაწევრიანდებოდა თუ არა უკრაინა NATO-ში, სამიტის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონში სამიტამდე უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. „მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა ANP-ის იმპლემენტაციაზე; მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა წარმატებული იყოს და აჩვენოს უკრაინის სურვილი NATO-ში გაწევრიანების შესახებ,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური და თავდაცვითი გადაწყვეტილებების ხილვა სურს. შეგახსენებთ, NATO-ს მომდევნო საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.  

ო'ბრაიენი: გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ კონგრესში უკრაინას მხარდაჭერა აქვს და ახლა მთავარი კითხვაა, როდის იქნება მზად კონგრესი, რომ უკრაინის დაფინანსებას კენჭი უყაროს. როგორც ჯეიმს ო'ბრაიენმა ონლაინ ვებინარზე განაცხადა, უკრაინამ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, ომის პირობებში ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, უკრაინის წარმატებას შავ ზღვაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის მზადყოფნა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ჯეიმს ო'ბრაიენმა რუსეთი დაანაშაულა გაეროს დებულებების დარღვევაში. „გვჯერა, რომ უკრაინა 2024 წლის ბოლოსთვის იქნება უფრო ძლიერი და უკეთეს პოზიციაში, თავისი მომავლის განსასაზღვრად,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა და გაიხსენა ბაიდენის სიტყვები, რომ უკრაინას გამარჯვებაში უნდა დაეხმარონ.  

აშშ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ქვეყნებმა ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა შეძლონ - ჯეიმს ო'ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ წარომებულ ომზე უკრაინაში, ტექნოლოგიურ განვითარებასა და სხვა საკითხებზე. მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ახალი კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს დაუთმო. კერძოდ, ხაზი გაუსვა, რომ „ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო არაერთი სახელმწიფო, რომლებიც შესაძლოა, იდგნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა არ ჰქონდათ მისკენ სვლის მკაფიო პერსპექტივა, და ასევე იყვნენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-სა და რუსეთს შორის მერყეობდნენ.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამგვარ მდგომარეობას „სერიოზული პრობლემა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს ნაცრისფერი სივრცე აყვავების საშუალებას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც წესების მიღმა ყოფნა უყვართ.“ ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მათი პოლიტიკური სტიმულების შეცვლა“ და ამ კონტექსტში მიესალმა „ევროკავშირის გადაწყვეტილებას ცხრა ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.“ მისი თქმით, აშშ ამ გადაწყვეტილევას მტკიცედ უჭერს მხარს“ და მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ამ ქვეყნებმა შეძლონ ერთიან ბაზარსა და ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა.     ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ  

ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჯეიმს ობრაიენმა, 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხედავს, როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ რეფორმა და ევროკავშირში შესვლა სურს. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება,“ აღნიშნავს ბლინკენის თანაშემწე. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საკუთარ ნოვოროსიისკის პორტში ინვესტიციებს დებს, მან მიითვისა უკრაინის რამდენიმე პორტი და მათ გამოყენებას ცდილობს. ის აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. ამდენად, ეს იქნება ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან პასუხის გაცემა იმ შეხვედრაზე საუბრით დაიწყო, რომელიც რუმინეთში გაიმართა და რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას ელჩი დანიგანიც ესწრებოდა. „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის კაბელისა და სხვა საკომუნიკაციო პროექტების მიმართულებით, ევროკავშირთან პარტნიორობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის დამცავი... (ფუნქციის მატარებელი რედ.) და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები გასაგებია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ სურს რეფორმა და ევროკავშირში შესვლა. მისი შეფასებით, ახლა საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმირების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არის დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას აშენებს. ამდენად, ეს იქნება ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს

ჯეიმს ო'ბრაიენი: ვაშინგტონი გააგრძელებს ერევნისა და ბაქოს პოზიციების დაახლოების ძალისხმევას

აშშ გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების დაახლოების მცდელობას, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა მიუთითებს დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე.   „არ მსურს რაიმე კონკრეტული ქმედების შესახებ სპეკულირება, ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ მხარეების გაეთიანების მცდელობის გზას,“ - დასძინა ო'ბრაიენმა.   მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს

ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს პარტნიორებთან - ჯეიმს ო'ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას. ვაშინგტონი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობით გააგრძელოს. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. მათ ნათლად განაცხადეს, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერენ. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირისკენ გზა პარტნიორებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობით გააგრძელოს“, - წერს ჯეიმს ო'ბრაიენი X-ზე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს ანი ჩხიკვაძეს ესაუბრა. ორი დღით ადრე ჯეიმს ო'ბრაიენი ე.წ „უცხოური აგენტების კანონპროექტთან“ დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. მწვავე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატმა - ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. 2 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს და მასთან საუბარში გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა.“ 2 მაისსვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჯერ კიდევ არის დრო, დაუბრუნდნენ გზას, რომელიც ქართველ ხალხს სურს - ბლინკენის მრჩეველი  

ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს

„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს,“ შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბლინკენის თანაშემწის თქმით, ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის დასავლეთისკენ, უნდა ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. „ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს. ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელიც გეგმავს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას ჩაატარებს სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას,“ - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა. როგორც დეპარტამენტი წერს, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რათა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ, ჰქონდეს მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი.  

ჯეიმს ო'ბრაიენი ქართველ დეპუტატებს „კრემლის მიერ შთაგონებულ“ “უცხოური გავლენის” კანონპროექტსა და მის ნეგატიურ გავლენაზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებს ესაუბრა „კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე,“ ასევე, ორმხრივ ურთიერთობებზე. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე, და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით,“ წერს ო'ბრაიენი. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.

ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა. როგორც დეპარტამენტი წერს, საქართველოში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შეხვდება, რათა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილის მიმართ, ჰქონდეს მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი. ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს პირველ მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს ო'ბრაიენი ქართველ დეპუტატებს „კრემლის მიერ შთაგონებულ“ “უცხოური გავლენის” კანონპროექტსა და მის ნეგატიურ გავლენაზე ესაუბრა. 4 მაისს მან მორიგი კომენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს პარტნიორებთან - ჯეიმს ო'ბრაიენი „რა არის სასწორზე? ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, - არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ. რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა, დავინახოთ, არის ის, რაც გუშინ ბატონ კოოპმანთან (ევროკომისიის გენერალური დირექტორი, რედ.) ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა იმავე დღეს გავრცელებულ ინტერვიუში „ამერიკის ხმასთან.“ „კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რომ თქვენ ის განიხილოთ როგორც კლემლის მხარეს მდგომი?“ ჟურნალისტის ამ შეკითხვას ამერიკელმა დიპლომატმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჯერ კიდევ არის დრო, რომ ამ კანონზე ერთობლივად ვიმუშაოთ, გავაკეთოთ ის, რაც ქართველ ხალხს და მთავრობას ერთად სურს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვითარებას შევაფასებთ. მაგრამ ჩვენ ჯერ აქ არ ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, სადაც შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ.“ ჟურნალისტმა ჯეიმს ო'ბრაიენს ასევე ჰკითხა შესაძლო კოორდინირებულ ზომებზე: „ესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს? მაგალითად ვიხილეთ რომ სანქციები დაუწესეთ ბატონ ფარცხალაძეს, თუმცა ევროპელებს იგივე ნაბიჯი არ გადაუდგამთ. საქართველოს საკითხზე ევროპელ მოკავშირეებთან ერთად თანხვედრაში მოქმედებთ?“ „დიახ და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვანაირად. ევროკავშირი საკანდიდატო პროცესის დაწყებისას, საკმაოდ დიდი თანხის გაცემას განიხილავს. ეს თანხები დაკავდება, ეს მათი ინსტრუმენტია. ჩვენი ინსტრუმენტები განსხვავებულია და ჩვენ მათ გამოვიყენებთ, როცა ეს იქნება საჭირო. მაგრამ ჯერ იქ არ ვართ. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ ვსწავლობთ როგორ ვიმუშაოთ ერთად ამ ახალ გარემოში, როცა საქართველომ თქვა, რომ სურს გაწევრიანდეს ამ კლუბებში, [ევროკავშირსა] და [NATO-ში],“ განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ. ბოლო გზავნილი ვაშინგტონიდან ასეთია: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო ერთობლივი მუშაობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.  

რას ამბობს ჯეიმს ო'ბრაიენი „გლობალური ომის პარტიის“ „კონსპირაციის თეორიებზე“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებას "გლობალური ომის პარტიის" თეორიაზე და განაცხადა რომ ესაა "ძალიან არასწორი" და "არარეალისტური." როგორც ო'ბრაიენმა აღნიშნა, ის, რომ „გლობალური ომის პარტიას“ სურს, "ქართული ოცნება" ჩამოაშოროს ხელისუფლებას, "არარეალურია." „გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც დანერგილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება საიმისოდ, რომ დავინახოთ რაიმე ნაბიჯი გამჭვირვალობის - ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში, საქართველოს წინსვლის პარალელურად. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიო ვიყავი, რომ თუ კანონს ამ ფორმით მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა.  პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ გარკვეულწილად, მსაჯებიც, რომლებიც ამბობენ, რა წესები მოქმედებს და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესი, ვიდრე მათგან გადახვევა. მაგრამ არსებობს აღქმა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, არ იყოს თანხვედრაში ევროპასთან, იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. ჩვენ გვჯერა და ამას ვხედავთ გამოკითხვებში, ვხედავთ ქუჩებში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან - ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც ამას, უკვე 30 წელზე მეტია, ვაკეთებთ. ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით წინსვლის გზაზე. ასე რომ, თუ დღევანდელი საუბრების მიხედვით, კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაშლის, რაც ვშიშობ, რომ ახლა კეთდება,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა და „გლობალური ომის პარტიის“ საკითხიც ახსენა. „მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა (მათთან.) კანონი კი, უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. აღნიშნული ფართო საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს „გლობალური ომის პარტიის“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს. და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში, მიუხედავად ჩვენი 12-წლიანი მყარი თანამშრომლობისა. თითქოს, Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრულიად არასწორი გაგება საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობისა საქართველოსთან,“ ამბობს ბლინკენის თანაშემწე. ამავე პრესკონფერენციაზე მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჰქონდა დისკუსია „აქ და მიიღო პირობა, რომ დრო ექნებოდა კანონზე სასაუბროდ.“  

ო'ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადსტურა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განმარტა, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ არის და შოკისმომგვრელია, როცა ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ფლობს. „აქ მოსვლამდე, ასევე აღვნიშნე, რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ ბატონ ივანიშვილს ვნახავდი, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან “დე ფაქტო სანქციების ქვეშ გვყავს.“ ამ ეტაპზე მის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია. პრემიერის მხრიდან იმის თქმა, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რატომ ვერ ხვდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მოქალაქეს, ნიშნავს ქვეყნის ინდივიდუალური ინტერესის მაღლა დაყენებას კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ, ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება, იყოს გარდამტეხი ამ მომენტამდე  კონსტრუქციული და პროდუქტიული პარტნიორობის საკითხში. თუ დემონსტრაციები იქნება, ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციის იქ ყოფნა ასევე იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა, რომ არ მოხდეს მომიტინგეების ან სხვების დაშინება - არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან მათი ქონების წინააღმდეგ, როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში: აშშ-ის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ჩვენ განვიხილებით მოწინააღმდეგედ და არა - პარტნიორად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე აშშ-სთან ურთიერთობებს. „თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე წაიწევს წინ და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და ცილისწამება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა რისკის ქვეშ იქნება. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: აშშ-ს გათვალისწინებული აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ. ნახევარი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, უხეშად რომ  ვთქვათ - ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი  ეკონომიკური განვითარების პროექტებზე, და მეტიც -  ინსტიტუციების მშენებლობაზე, ზოგიც - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ახლა ჩვენ მოწინააღმდეგედ განგვიხილავთ და არა -  პარტნიორად,“ აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, იქნება შეზღუდვები, თუ მმართველი გუნდი კურსს არ შეცვლის. „თუ კანონი წინ წაიწევს ისე, რომ ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება და მოხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა იქნება, მაშინ შეერთებული შტატებიდან ჩვენ დავინახავთ ფინანსურ და/ან მოგზაურობის შეზღუდვებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ.მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს, ეს მოხდეს, არამედ, იმიტომ, რომ მსურს, საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ - ძლიერი დემოკრატიით, და იმედი მაქვს, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. თუ არა - ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენმა საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი დაასახელა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და ის იმედოვნებს, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, მან განმარტა, რომ ეს მიზანი სწორედ საქართველოსთან პარტნირობას უკავშირდება. „მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ ამას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა გამოსვლამ და პარლამენტის ქმედებებმა დაგვაფიქრა, იზიარებს თუ არა მთავრობა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. 1992 წლიდან საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას - სამხედრო სფეროდან დაწყებული, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით დამთავრებული. ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ საქართველოს ძლიერი პარტნიორია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას, რადგან საქართველო ცდილობდა უფრო დაახლოებოდა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება დააფიქსირა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პროგრესზე NATO-ში გაწევრიანებისკენ,“ აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მან კანონის ირგვლივ მიმდინარე საუბრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა - თუ ხსენებულ პროექტს მიიღებდნენ, ამას შედეგიც ექნებოდა, რასაც ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა იძულება უწოდა, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ეს ასე არ არის, რადგან თავად საქართველოს ჰქონდა არჩეული გზა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილს გულისხმობს - ამ ინსტიტუტებში კი, გარკვეული სტანდარტებია, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერების გზა.  

„ჯიმ ო'ბრაიენთან პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა, პრემიერთან გამართული შეხვედრის მსგავსად, დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევარი გაგრძელდა. „საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 12 მაისს რომ ამ კანონის „გააპატიოსნებაში“ არ ჩაერთვება. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. „პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს,“ - იუწყებოდა ზურაბიშვილის ადმინისტრაცია. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

რა თქვა ო'ბრაიენმა თბილისში - სრულად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მედიას გუშინ, 14 მაისს შეხვდა და ისაუბრა ყველა აქტუალურ საკითხზე. განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა მისი ვიზიტის დღეს მიიღო საბოლოო მოსმენით. ეს არის კანონი, რომლის მიღებაც საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის მკაცრ კრიტიკას იწვევს. ჯეიმს ო'ბრაიენმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. Europetime სრულ ჩანაწერსა და თარგმანს გთავაზობთ ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით. მედიის კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონი; არსებობს თუ არა სივრცე ვეტოს ფორმატში - კანონის შეცვლასთან ან განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ო’ბრაიენი: ბოლო კითხვაზე პრემიერმა თქვა, რომ დიახ. პირველ ორ კითხვაზე ორი ტიპის პასუხი მაქვს. პრობლემატური არის ის ფორმა, რომლითაც ეს კანონი შემოიტანეს, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, რომ საქართველო მუშაობს ინტეგრაციისთვის, ისე, როგორც ჩვეულებრივ, ევროპული სახელმწიფოები ან პარტნიორები შეიმუშავებენ მსგავს წესებს და არა ძალისმიერად, წინააღმდეგობებისა პარტნიორების მიერ გამოთქმული შეშფოთებების ფონზე. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეები. მე წამოვჭერი ზოგიერთი, ყველა არ დაეთანხმა, თუმცა ეს საკითხები ეხება იმას, რომ ეს კანონი არ არის ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხოურ და ისიც დაფინანსების მხოლოდ ზოგიერთ უცხოურ წყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის არ წყვეტს ყველა იმ პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც არის შემუშავებული. და შედეგი კი არის იმ სუბიექტების სტიგმატიზაცია, რომლებიც ექცევა ამ კანონში. ეს ორგანიზაციები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღიაა, რადგან ისინი საუბრობენ დაფინანსების წყაროებზე ან ასევე სხვა საკითხებზე. მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დაფარულად და ალბათ, ფინანსდებიან სხვა ქვეყნებიდან, და არა დასავლური ქვეყნებიდან, არ მოექცევიან ამ კანონის ფარგლებში. ეს სტიგმა შეიძლება იყოს ძალიან საზიანო, როგორც ვნახეთ გასულ კვირაში ვანდალიზმი და თავდასხმები იმ პირებზე, რომლებიც ამ ჯგუფებიდან არიან. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას იმ კანონების მიმართ, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ უცხოური დაფინანსებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა. გამჭვირვალობის სფეროში არსებული მრავალი კანონი ქცევაზეა დაფუძნებული. ასე რომ, ისინი შეეხება ყველას, ვინც შეეცდება, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე და ეს კანონები არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს. ასევე ამ კანონების თანახმად, დაჯარიმებამდე ისინი ექვემდებარებიან სასამართლო განხილვას. ეს კანონი კი უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციის ყველა ჩანაწერზე – არამხოლოდ ფინანსურზე, არამედ, ყველა ჩანაწერზე და შეუძლია ასევე ჯარიმის დაწესება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლოში გასაჩივრება. ასე რომ, ეს წარმოადგენს საპირისპირო მიდგომას იმისა, რაც ამერიკის კანონშია მოცემული. მაგრამ ისევ და ისევ, მთავარი საკითხია ის, რომ როდესაც ჩვენ ჩავერთეთ დისკუსიაში, ევროკავშირმაც და ჩვენც ვითხოვეთ შემდგომი კონსულტაციები ამ კანონზე და გვითხრეს, რომ არა, ეს განხორციელდება სამი სწრაფი მოსმენით. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარი მედიასთან თბილისში ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რომ საქართველო ამ საკითხებში იცავდეს ტრანსატლანტიკურ ნორმებს. ბევრ ქვეყანაში იყო შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის უცხოური აგენტის კანონი და ეს ძალიან შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ იყო ამდენი შეშფოთება კანონის თავდაპირველი ფორმის შესახებ და ჩვენ ძალიან არ გვსურს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და აღსრულდეს იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი. ასე რომ, ვიდრე ის საბოლოოდ ამოქმედდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავინახოთ არსებითი ცვლილებები, თუ არა, ამას კიდევ დამატებული ის რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ, მიგვიყვანს შეკითხვამდე, თუ რამდენად გრძელდება ჩვენი პარტნიორობა. კანონის შესაძლო ცვლილებების შესახებ არა, ვფიქრობ, ეს იქნება განგრძობადი საუბარი. ის, რისი თავიდან აცილებაც გვინდა, არის ნებისმიერი სტიგმა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ გარკვეულ მცირე რაოდენობის ორგანიზაციებთან. მიმდინარეობს ევროკავშირის რეგულაციების ჩარჩოს შემუშავება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხები, მაგალითად, საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით. აგრეთვე აშშ-ში გვაქვს სხვადასხვა რეგულაცია. ასე რომ, მე არ მსურს, ზუსტად ვთქვა, რა გამოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ავიცილოთ თავიდან ის, რაც ვნახეთ გასულ კვირაში, ეს არის საჯარო განხილვა გარკვეული ორგანიზაციების შესახებ, რაც გამოიყენა ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობისთვის ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათი საკუთრების წინააღმდეგ. შეკითხვა მომიტინგეების შესახებ, იქნება თუ არა მათთვის საკმარისი კანონში ცვლილებები? მე მგონია, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციების შესახებ მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ. ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება. ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ გქონდათ სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ეს სიმართლეა? არა, დღეს სატელეფონო ზარი არ მქონია. ამ ბმულზე შეგიძლიათ, გაეცნოთ მთავარი პრესკონფერენციის დროს, შეკითხვებამდე გაკეთებულ განცხადებებს  

„თუ ის დგას ყველაფრის სათავეში და კანონი წინ წაიწევს, ამას ძალიან სერიოზულად შევხედავთ“- ო'ბრაიენი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტის დროს აცხადებს, რომ მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ. განიხილავს თუ არა აშშ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა: „მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.“ ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას, ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის, ამერიკელმა დიპლომატმა ასე უპასუხა: „ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება.“ რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხედავთ თუ არა კოორდინაციის ნიშნებს საქართველოში, ყირგიზეთსა და რესპუბლიკა სრპსკაში ახლახან მიღებულ „აგენტების კანონებს“ შორის, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა: „უფრო მეტად ის მაინტერესებს, რომ ვნახო, საქართველო ევროპულ, ტრანსატლანტიკურ ნორმებს მისდევს. არსებობს განსხვავებული კანონმდებლობა უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში, და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომაც იყო ამხელა შეშფოთება კანონის თავდაპირველ სახელდებასთან დაკავშირებით.“ აშშ-სი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თანაშემწე რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ კანონში „არსებითი ცვლილებები“ უნდა შევიდეს, ვიდრე ის ამოქმედდება: „ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და, ასევე, რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან,“ - აღნშნა ბლინკენის თანაშემწემ. ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, როდესაც ცვლილებებზე საუბრობს, როგორი უნდა იყოს ეს ცვლილებები, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება და მედია მთლიანად ამ კანონიდან, - ის ამბობს: „ვფიქრობ, ეს მიმდინარე საუბარი იქნება. გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები. ასე რომ, არ მინდა, ვუკარნახო, ზუსტად რა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია.“ მანამდე ო'ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა, შეხვედრაზე იმის გამო, რომ ის უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში მას არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო'ბრაიენმა განაცხადა: „ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული.“ „ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება

თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და ის იმედოვნებს, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, მან განმარტა, რომ ეს მიზანი სწორედ საქართველოსთან პარტნირობას უკავშირდება. „ახლახან დავასრულე შეხვედრები, მთელი დღის განმავლობაში, მთავრობის წევრებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევხვდი პრეზიდენტს, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ოპოზიციას. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ მას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა სიტყვით გამოსვლამ და პარლამენტში განხორციელებულმა ქმედებებმა დაგვაფიქრა იმაზე, იზიარებს თუ არა /საქართველოს/ მთავრობაც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. 1992 წლიდან საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს მმართველი ინსტიტუტების განვითარებას, თავდაცვის, მთავრობის, მისი მარეგულირებელი ორგანოების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ არის საქართველოს ძლიერი პარტნიორი, ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით დავაფასეთ ეს ურთიერთობა, ესწრაფოდა რა საქართველო  ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება დააფიქსირა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვამაყობდით, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ.  ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს  NATO-ში გაწევრიანების წინსვლასთან დაკავშირებით,“ აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მან კანონის ირგვლივ მიმდინარე საუბრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა - თუ ხსენებულ პროექტს მიიღებდნენ, ამას შედეგიც ექნებოდა, რასაც ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა იძულება უწოდა, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ეს ასე არ არის, რადგან თავად საქართველოს ჰქონდა არჩეული გზა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილს გულისხმობს - ამ ინსტიტუტებში კი, გარკვეული სტანდარტებია, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერების გზა. „აქ ჩამოსვლისას, შემაშფოთა, ორმა მიმდინარე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა საუბარმა. ერთი ეხება კანონს უცხოური გავლენის შესახებ. ამ კანონის ზოგიერთი მხარდამჭერი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც შეიძლება, ვიყოთ. ჩვენი ინტერესი არის საქართველო ევროკავშირთან და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან დაახლოება, ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა, გამჭვირვალობა. გულწრფელად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც წარმოდგენილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება, რათა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის ევროპული ნორმების შესაბამისობაში მოსაყვანად, საქართველოს წინსვლის გზაზე. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე, რომ თუ კანონი ასეთი ფორმით იქნებოდა მიღებული, ამას შედეგები მოჰყვებოდა. პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ  შესაბამისი შემფასებლები, რომლებიც ამბობენ, თუ რა წესები მოქმედებს და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობა და არა მათგან გადახვევა. საქართველოს გადაწყვეტილება, არ მოვიდეს შესაბამისობაში ევროპასთან, იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული. ჩვენ გვჯერა და ამას ვხედავთ გამოკითხვებში, ვხედავთ ქუჩებში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან - ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.  ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით წინსვლისას. ასე რომ, თუ  საკითხები, რაც დღეს განვიხილეთ, განხორციელდება და კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაზიანების, რაც ვშიშობ, რომ ახლა ხდება,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა და „გლობალური ომის პარტიის“ საკითხიც ახსენა. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარი მიიღო. „მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა (მათთან.) კანონი კი, უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. აღნიშნული ფართო საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და რომ საქართველომ ზურგი უნდა შეაქციოს „გლობალური ომის პარტიის“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს. და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, მიუხედავად 12-წლიანი ძლიერი თანამშრომლობისა. თითქოს, Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრული გაუგებრობა საქართველოსთან საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობ შესახებ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც პრემიერმა გუშინ აღნიშნა. ჩვენ დავუკავშირდით ყველა დაინტერესებულ მხარეს სასაუბროდ. ჩვენ მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ჩვენი ურთიერთობები. ევროკავშირს აქ ჰქონდა დისკუსია და დაჰპირდნენ, რომ დრო დაეთმობოდა ამ კანონზე საუბარს. აქ ჩამოსვლამდე მე ვუთხარი, რომ გამიხარდებოდა ბატონი ივანიშვილის კიდევ ერთხელ ნახვა. პრემიერმა თქვა, რომ ის /იავნიშვილი/არ შემხვდება, რადგან ჩვენ დე ფაქტო სანქციები გვაქვს მასზე დაწესებული. ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს. ასეთი გავლენიანი ადამიანი, რომ  ასე არასწორად იყოს ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, ეს ნიშნავს პირადი ინტერესის დაყენებას ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა, [ვალდებულებაზე] რაც  გულისხმობს მეტ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება, გახდეს გარდამტეხი მომენტი დღემდე არსებულ კონსტრუქციულ და ნაყოფიერ თანმაშრომლობაში. თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციამ მშვიდობიანად იმოქმედოს. ჩვენ გვინდა, მომიტინგეები ან სხვები არ დააშინონ  – არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან არ /ხელყონ/ მათი საკუთრება როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ,“ განაცხადა ო'ბრაიენმა. ის განმარტავს, რა შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე აშშ-სთან ურთიერთობებს. „თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე ამოქმედდება და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და სპეკულირება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა საფრთხეშია. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: აშშ-ს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება გამოყოფილი  საქართველოსთვის, რომლის დახარჯვასაც ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ნახევარი სამხედრო დახმარებაზე, ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი ეკონომიკური განვითარების პროექტებზე, ინსტიტუციების მშენებლობაზე და გარკვეული ნაწილი  - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად,“ აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, იქნება შეზღუდვები, თუ მმართველი გუნდი კურსს არ შეცვლის. „თუ კანონი ამოქმედდება ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის დარღვევით და ადგილი ექნება დემოკრატიის ძირის გამოთხრას და იქნება ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მაშინ ჩვენ გვექნება შეზღუდვები შეერთებული შტატებიდან. ეს არის ფინანსური და/ან მოგზაურობის შეზღუდვები ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებზე და მათ ოჯახებზე. მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს, ეს მოხდეს, არამედ, იმიტომ, რომ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ - ძლიერი დემოკრატიით. იმედია, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. და თუ არა, ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 13 მაისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. ჯიმ ო'ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ის ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების, ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე - პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

ჯეიმს ო'ბრაიენი შეზღუდვებზე: ეს იძულება არ არის, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ

„არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! - იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“. ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან. „რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება, თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანებბის მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან," - აცხადებს ო'ბრაიენი. მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება. „რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს," - განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოსაც მიიწვევს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებზე, ამასთანავე, ამერიკელი დიპლომატი მთავრობას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან 24 ივნისს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს პოზიციებს. ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, საქართველომ კლუბში გაწევრიანება საკუთარი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა და პარტნიორები უბრალოდ ნათლად ხსნიან, რას ნიშნავს ეს. "აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად," აღნიშნა  ო'ბრაიენმა და დაამატა, რომ "ძალიან აწუხებთ" მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების "ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა." ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის 85%-ს სურს ევროკავშირსა და NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია. „როგორც საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით. დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა [ჯოზეფ ბორელმა] ძალიან ნათლად თქვა: ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული "უცხოური გავლენის აგენტების კანონი", ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ," - აღნიშნა მან, შემდეგ კი, საქართველოსა და პარტნიორების ურთიერთობა საფეხბურთო კლუბის წესებს შეადარა და განმარტა, რა ხდება, როდესაც ერთ წევრს კლუბში გაწევრიანება სურს. ჯეიმს ო'ბრაიენი შეზღუდვებზე: ეს იძულება არ არის, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ ეს ძალინ მარტივია. ახლა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ამბობს, რომ სურს, ჩვენს საფეხბურთო ლიგაში ითამაშოს, ამასთან გვეუბნება, რომ სურთ მათ მხარეს 15 მოთამაშე ჰყავდეთ. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არა, უნდა გყავდეთ იმდენი მოთამაშე, რამდენიც სხვებს ჰყავთ. თქვენ აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ან აკეთებთ იმას, რასაც ყველა აკეთებს. ეს კლუბის წესია. ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს. საქართველოს აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს შეუერთდეს კლუბს და ჩვენ უბრალოდ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს," - ამბობს ო'ბრაიენი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან აქტიურად განიხილავენ, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ლიდერები. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის NATO-ში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე: ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია  

“აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში“ - ო'ბრაიენი საქართველოს მმართველ გუნდს უკან დაბრუნების გზას სთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა. მან ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. ამერიკის ხმის ცნობით, კანონმდებლებს აინტერესებდათ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავდნენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე. „როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ. ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და NATO-სკენ თავის გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ ["ქართულმა ოცნებამ"] NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში შეიტანა. ახლა კი, სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან მკაფიონი ვიყოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს. რადგან საქართველო ითხოვს, შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი - ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა,“ - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა და განმარტა ის ნაბიჯები, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა. „საქართველოსთვის ჩვენი ყველანაირი დახმარება გადახედვის პროცესშია. ჩვენ ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც ამ შემოდგომაზე თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს შეუწყობს ხელს... მაგრამ, გვინდა, მკაფიოდ ვუთხრათ მმართველ პარტიას, რომ იქნება რეალური შედეგები... პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები,“ - ამბობს ო’ბრაიენი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბლოკის განმარტებით, საქართველოს გზა გაწევრიანებისკენ, ფაქტობრივად, შეჩერებულია და ეს, შესაძლოა, ფორმალურად რამდენიმე თვეში გადაიხედოს. რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა და განხილვა გრძელდება და ამ ეტაპზე ამაზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისი თქმით, შემდგომი სანქციების ობიექტებად განიხილებიან არამხოლოდ ისინი, ვინც კორუფციით სარგებლობენ, არამედ, ასევე განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული. ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან: „თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა - რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი. ო’ბრაიენმა კონგრესის ძალისხმევის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რათა ნათელი იყოს, რომ ამ საკითხზე ორპარტიული თანხმობა არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ერთგულ მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ეს მცდარი გზაა. ამასთანავე, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე. ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ-მ "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს. „რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაობთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენც შემოგიერთდებით, ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ," - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. დასასრულს, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ არ ესმის, „რატომ არ უსმენს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც აშკარად არ უნდა იმ გზით წასვლა, საითაც ახლა მიდიან“, რის პასუხადაც ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კურსით კმაყოფილი მხარე მხოლოდ რუსეთია. სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიას უკვე ახორციელებს

ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში

„მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ - კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია.“ „ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.“ „ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს.“ ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ შეკითხვას - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის, როცა ხელისუფლებას შეუძლია, იძულებით დაარეგისტრიროს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, როგორც უცხოური ინტერესების გამტარებლები და დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმოს კიდეც. რა გზავნილი გაქვთ ახლა როგორც „ქართული ოცნების“, ისე იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა?“ ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ „საუბარია იძულებაზე: „ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია, აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია.“ ამ თვეების განმავლობაში როგორ აისახება ეს კანონი იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები და როგორ იქნება ის აღქმული? ამერიკელი დიპლომატი ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს: „კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება, ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს, ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი, საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს.“ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს. ამერიკული ორგანიზაციების - NDI-ისა და IRI-ის მისამართით გაისმა ბრალდებები თბილისშიც, თითქოს, ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს და პოლიტიკურ პროცესში ერევიან. რას ფიქრობთ ამ ბრალდებებზე და რამდენად გაშფოთებთ თავად მოსკოვის შესაძლო გავლენა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე კენჭისყრის დღესა თუ მის შემდეგ პროცესებზე? ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია, ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ - მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. და ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს. - გაშფოთებთ შესაძლო რუსული ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში? მინდა, იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი - ევროპასა და შეერთებულ შტატებში - საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს.  

ჯეიმს ო'ბრაიენი მეუფე იაკობს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" (CDD) აღმასრულებელ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, 3 ოქტომბერს, ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის საგარეო უწყებამ დააანონსა. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა.                    

აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

Europetime-ს აშშ-ის ევროპულ სარდლობაში (USEUCOM) განუცხადეს, რომ „საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში ჩართვის გზით.“ ამით აშშ-ის ევროპულ სარდლობაში უპასუხეს Europetime-ის შეკითხვას, რა კონტექსტში განიხილებოდა საქართველო და როგორ ფასდება ქვეყნის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მხრივ. საუბარია რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას მიეძღვნა. აშშ-ის ევროპულ სარდლობაში ხაზს უსვამენ, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს უსაფრთხოების სფეროში მტკიცე კავშირები აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან." „NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში მონაწილეობით, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს ენერგეტიკული მარშრუტების დაცვა და უსაფრთხოების გამოწვევები გადაჭრას, ეს პარტნიორობა NATO-სა და ევროპას სარგებელს მოუტანს, რადგან ის ეფუძნება სანდო პარტნიორობას, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საერთო ღირებულებების დაცვას ხელს უწყობს,“ - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობიდან Europetime-ისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიზნით, 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM), ელჩებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიები და შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული სტრატეგია ახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა და დაადასტურა, რომ აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „გონივრულად მოგვიწოდებდნენ, გვქონდეს უფრო ორიენტირებული შავი ზღვის სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და მე ამ კვირაშიც გავმართე შეხვედრა, რათა მესაუბრა იმაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამდენად, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“  ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, გათხევადებული გაზის (LNG) ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ როგორც ცნობილია, „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს ყველა აღნიშნული აქტორისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.“ თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დაადასტურა, რომ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შტატები საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. „ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სწორედ რუმინეთში გამართულ შეხვედრას მიუძღვნა. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია