აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოსაც მიიწვევს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებზე, ამასთანავე, ამერიკელი დიპლომატი მთავრობას პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან 24 ივნისს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს პოზიციებს.


ჯეიმს ო'ბრაიენითქმით, საქართველომ კლუბში გაწევრიანება საკუთარი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა და პარტნიორები უბრალოდ ნათლად ხსნიან, რას ნიშნავს ეს. "აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად," აღნიშნა  ო'ბრაიენმა და დაამატა, რომ "ძალიან აწუხებთ" მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერების "ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა." ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის 85%-ს სურს ევროკავშირსა და NATO-ში შემდგომი ინტეგრაცია.


„როგორც საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით. დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა [ჯოზეფ ბორელმა] ძალიან ნათლად თქვა: ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული "უცხოური გავლენის აგენტების კანონი", ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ," - აღნიშნა მან, შემდეგ კი, საქართველოსა და პარტნიორების ურთიერთობა საფეხბურთო კლუბის წესებს შეადარა და განმარტა, რა ხდება, როდესაც ერთ წევრს კლუბში გაწევრიანება სურს.


ეს ძალინ მარტივია. ახლა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო ამბობს, რომ სურს, ჩვენს საფეხბურთო ლიგაში ითამაშოს, ამასთან გვეუბნება, რომ სურთ მათ მხარეს 15 მოთამაშე ჰყავდეთ. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არა, უნდა გყავდეთ იმდენი მოთამაშე, რამდენიც სხვებს ჰყავთ.


თქვენ აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ან აკეთებთ იმას, რასაც ყველა აკეთებს. ეს კლუბის წესია. ეს არ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს. საქართველოს აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს შეუერთდეს კლუბს და ჩვენ უბრალოდ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს," - ამბობს ო'ბრაიენი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებთან აქტიურად განიხილავენ, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ლიდერები.