თეგი: ჯოშუა ჰაკი

რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობთ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.  „ჯოშუა ჰაკმა მთავრობის მეთაურს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ამ მიმართულებით  მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ჯოშუა ჰაკს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  რობინ დანიგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მიმართ. ცნობისთვის, ჯოშუა ჰაკი არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომელიც ზედამხედველობს პოლიტიკას სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში.  

ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს სამაგალითო პარტნიორობისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ყურადღება გამახვილდა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე. საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს. აღინიშნა აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა. შეხვედრას აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრნენ,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია  

რა საკითხებზე ესაუბრნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „გირჩი - მეტის თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძირითადი დრო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს დაეთმო. მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რამდენად გააჩნია ოპოზიციას თანამშრომლობის უნარი, ვინაიდან შესაძლოა, „თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება, არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია.“ „ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას. აინტერესებთ, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ. „განვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების პროცესი, რომ არ განმეორდეს ის საძაგლობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა 2020 და 2021 წელს. არსებობს ტენდენცია, რომ იგივეს გაიმეორებენ.  მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ იცოდეს, რომ თუ გაიმეორებს გაყალბების მცდელობებს, ვერ მოახერხებს დააღწიოს თავი ძალიან კრიტიკულ შეფასებას, რომელიც არ მისცემს საშუალებას, მოახდინოს ლეგიტიმაცია უკანონოდ ჩატარებული არჩევნების,“ – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის თქმით, მან ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რა სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?! ასევე, ჩვენი ემიგრანტების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაზე, რომ მიიღონ მონაწილეობა თავისი სამშობლოს ბედის განსაზღვრაში,“ - განაცხადა ბარამიძემ. სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ბარამიძემ მედიასთან საუბრისას კოალიციური მთავრობის აუცილებობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სადამკვირვებლო მისიისთვის რესურსები უკვე მობილიზებულია. ჩიხლაძის თქმით, აშშ აცნობიერებს, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ იმ თვალსაზრისით - რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ მიდის ქვეყანა. დღესვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ცხადია, აშშ უჭერს მხარს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას შეეხებოდა და ამ მოლოდინებს. მეორე მნიშვნელლოვანი თემა, ცხადია, იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ვიცით, რომ იქნება საერთაშორისო მისიები აშშ-დან და საუბარია, რომ იქნება გრძელვადიანი მისიები საკმაოდ დიდი. ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი და თუკი ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები შევაფასოთ დემოკრატიულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ეტაპი იყოს კარგად ჩატარებული. ისინი ჩამოვლენ უფრო არე, ვიდრე ეს არის საარჩევნო პერიოდი და შეხედავენ, ხომ არ ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი პროცესი და ჩვენთან ამ თემებზე იყო საუბარი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სწორედ იმას ნიშნავს, რომ კონკურენტული გარემო უნდა იყოს და ყველა პოლიიტკურ ძალას შეეძლოს თანაბრად მიიღოს მონაწილეობა და თანაბარი კამპანია აწარმოოს,“ - აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.  „ვთხოვეთ ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარაჭერა მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს საარჩევნო წელს. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რომლებიც წინასარჩევნო პერიოდში შეიძლება, გვქონდეს, მათ შორის, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, მასზე ზეწოლა. ყველა მხრიდან, ყველა მეთოდით დააკვირდებიან ამ არჩევნებს,“ - აცხადებს თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური „ტვპირველის“ ცნობით. ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა  

რა მიმართულებებით მუშაობდა ბლინკენის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშ ჰაკი, რომელიც საქართველოს მეორე დღეს, ვიზიტით სტუმრობს, სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს ბლინკენის უწყებაში. მანამდე ის სამხრეთ ევროპის საქმეთა მიმართულებით ოფისის დირექტორად მუშაობდა. მისი სამუშაო სფერო მოიცავდა კვიპროსს, საბერძნეთს, მალტასა და თურქეთს. საგარეო სამსახურში მოღვაწეობის დაწყების შემდეგ ის საზღვარგარეთ მსახურობდა შანხაიში, ტოკიოში, სოფიაში, რანგუნში, ტაიპეისა და ჰონგ კონგში. ჯოშუა ჰაკი  ვაშინგტონში ასევე მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ჩინეთისა და კორეის საქმეთა ოფისებშიც. მას ასევე ეკავა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კურტ კემპბელის შტაბის უფროსის პოზიცია. განათლებაჯოშუა ჰაკი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ბოლონიის, იტალიის ჯონს ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის სერთიფიკატი. და ბოლოს, უცხო ენების გრაფაში მითითებულია, რომ ჰაკი საუბრობს, ჩინურ, იაპონურ, ბირმულ და ბულგარულ ენებზე. ასევე გაეცანით: რა საკითხებზე ესაუბრნენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკის ვიზიტისას, აშშ-ის მზარდი საგარეო სამხედრო დაფინანსებისა და ერთობლივი საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა განიხილება რაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ და პრემიერ-მინისტრმა

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ჯოშუა ჰაკის ვიზიტის მთავარი მიზანი დაასახელა

Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის საქართველოში ვიზიტის მიზნებზე საუბრობს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ჰაკის ვიზიტი რეგიონში დაგეგმილი დიპლომატიური ხასიათის მოგზაურობის ნაწილია. „მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი საქართველოს ეწვია რეგიონში რეგულარულად დაგეგმილი დიპლომატიური ხასიათის ვიზიტის ფარგლებში. ის შეხვდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ეკონომიკური და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რათა განეხილათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები; აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთში შემდგომი ინტეგრაციისთვის; საქართველოს ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. რა მიმართულებებით მუშაობდა ბლინკენის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება  

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო და სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებზე პასუხისმგებელი უფროს წარმომადგენელი კრისტინ პრინსი სომხეთში არიან. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი და სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესში სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი მათ 20 სექტემბერს შეხვდა. „განიხილებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასთან და სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. უფრო ადრე კი, 19 სექტემბერს, ჯოშუა ჰაკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძალისხმევას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის მისაღწევად, კერძოდ, ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბოლო დროს ვითარდება ინტენსიური დინამიკით, გამდიდრებულია ახალი განზომილებებით, ეს ურთიერთობები ეფუძნება სტრატეგიულ დიალოგს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სფეროში,“ განაცხადა მირზოიანმა სომხეთის საგარეო უწყების ცნობით.  მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები განიხილეს. „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რათა მივაღწიოთ ახალ ეტაპს, კერძოდ, სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და დაისახა შემდეგი ნაბიჯები. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, ორმხრივ ვაჭრობის ხელშეწყობას. რეგიონულ კონტექსტში არარატ მირზოიანმა და ჯოშუა ჰაკმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის საკითხები განიხილეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგენილი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების თავიდან აცილებას და შეთანხმებულ ტექსტთან ხელმოწერას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. მინისტრმა მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ინტერესი კარგად ცნობილ პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება.