თეგი: ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხისთვის. უილსონის შეფასებით, ქართველი ხალხის არჩევანი მკაფიოა. “26 ოქტომბერი გადამწყვეტი მომენტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისკვეთებისთვის. ქართველი ხალხი მკაფიოა, მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, ეძიონ უფრო ახლო კავშირები ევროპის დინამიურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას. საქართველოს წინ მიმავალი გზა დაფესვიანებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საერთო ღირებულებებში. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის. მადლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს,” - განაცხადა უილსონმა.  

კონგრესმენი უილსონი საქართველოს არჩევნების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. მისი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისად მკაცრი. „სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს, ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა,” - დაწერა დღეს, 29 ოქტომბერს, უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. უილსონმა მანამდე აღნიშნა, რომ მსოფლიო ვითარებას აკვირდება. „მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო ამას აკვირდება,“ - აღნიშნავს ჯო უილსონი. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. „გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად იბრძვიან,“ - აცხადებს ჯო უილსონი. კონგრესმენი უილსონი თანაავტორია აშშ-ის კონგრესში ინიცირებული აქტის - MEGOBARI, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებასაც ითვალისწინებს. კანონპროექტი ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე დაინიცირდა. ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე         პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია