თეგი: ჰავაი
ჰავანაში, სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა
კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. „სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, - აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.
ჰააგის მახლობლად, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
ჰააგის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ტექნიკას შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა. მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ლეიდენიდან ჰააგაში მიემგზავრებოდა. როგორ აღმოჩნდა ტექნიკა ლიანდაგზე, ჯერჯერობით გაურკვეველია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა
ოფიციალური პირების თქმით, ჰავაის კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. BBC-ის თანახმად, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ოფიციალურად ეს ტყის ხანძარი გახდა აშშ-ის შტატის ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე რაიონში ცდილობენ, მათ შორის არის ისტორიული ქალაქი ლაჰაინა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. BBC-ის ცნობით, კუნძულ მაუიზე ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. მედიის ცნობით, ბეზოსი 100 მილიონ დოლარს (79 მილიონი ფუნტი) გაიღებს ხანძრის მსხვერპლთა დასახმარებლად. ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის გავრცელებას ქარმა და მშრალმა ამინდმა შეუწყო ხელი. მაუი სიდიდით მეორე კუნძულია ჰავაის კუნძულებში - 1885,5 კმ² ფართობით, ხოლო - მე-17 აშშ-ის კუნძულებს შორის. მაუი ჰავაის შტატის ნაწილია და ასევე მაუის საგრაფოს უდიდესი კუნძულია. ამავე საგრაფოს ეკუთვნის ასევე კუნძულები ლანაი, კაჰოოლავე და მოლოკაი. ოთხ კუნძულს ერთად უწოდებენ მაუი-ნუის.
ხანძარი ჰავაიზე: მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - BBC
კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ჰერმან ანდაიამ გადადგომის მიზეზად „ჯანმრთელობის მდგომარეობა“ დაასახელა. უფრო ადცრე ჰავაის კუნძულის მცხოვრებლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ხანძარზე უფრო ძლიერ სასწრაფო რეაგირებას მეტი ადამიანის გადარჩენა შეეძლო. „მაუის სისტემა კუნძულის ირგვლივ 80 სირენას (გამაფრთხილებელი სისტემა, რედ.) მოიცავს, ტესტირება ყოველი თვის პირველ დღეს ხდება, თუმცა ხანძრის დღეს ისინი დუმდნენ,“ - წერს BBC. მაუის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ნანობს. მან განმარტა, რომ სირენები ძირითადად ცუნამის დროს გამოიყენება. „საზოგადოება დატრენინგებულია იმისათვის, რომ თუ სირენა ჩაირთვება, უფრო შემაღლებული ადგილი მოძებნონ. იმ ღამეს რომ სირენა ჩაგვერთო, ვშიშობ, ხალხი მთებისკენ წავიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ცეცხლის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ,“ - განაცხადა ანდაიამ 17 აგვისტოს CNN-ის ცნობით. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 111 ადამიანი. 1000-ზე მეტი დაკარგულად რჩება.