კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა.
„სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, - აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში.
ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.