თეგი: „მშვიდობის საბჭო“
რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელორუსიც მის გვერდით დგას - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. რომ დონალდ ტრამპმა უკრაინა ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია. ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას განიხილავენ. ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელორუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა. „ჩემთვის რთულია, წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელარუსიც მის გვერდით დგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „რუსეთი ჩვენი მტერია, ბელორუსი კი, მათი მოკავშირე,“ - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს. დღეს ტრამპა დაადასტურა, რომ საბჭოში პუტინიც მიიწვია. რომელი ქვეყნები მიიწვიეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“
ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა ტრამპისგან ფაშინიანმაც მიიღო
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ღაზის სექტორის აღსადგენად შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრად, მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც მიიწვია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა. „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო წინადადება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მიიწვიეს თუ არა ბაქო მშვიდობის საბჭოს წევრად. რომელი ქვეყნები მიიწვიეს ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააარსა გლობალური ორგანო, რომელიც ცნობილია როგორც „მშვიდობის საბჭო“ - მისი მიზანია ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულება. საერთაშორისო საბჭო ძირითადად ფოკუსირებულია ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებასა და ტერიტორიაზე ომისშემდგომი სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ტრამპმა, რომელმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხში არაეფექტიანად შეაფასა, უფრო მოქნილი მექანიზმის შექმნა სცადა.
რომის პაპი ლეონ XIV ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვიეს
ვატიკანის უმაღლესმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ რომის პაპი ლეონ XIV აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულ მსოფლიო ლიდერებს შორისაა. პაპი ამ მიწვევას აფასებს. „პაპმა მიიღო მიწვევა და ჩვენ ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ. მჯერა, რომ პასუხის გაცემამდე განსახილველად გარკვეული დრო იქნება საჭირო,“ - განუცხადა პაროლინმა ჟურნალისტებს.
დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა. დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა. „საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „მშვიდობის საბჭო“ ითანამშრომლებდა გაეროსთან. ტრამპის თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება. „წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, თურქეთის, ბულგარეთის, კოსოვოს, ინდონეზიის, საუდის არაბეთის, უნგრეთის და არგენტინის [ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები], ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიიღეს ტრამპის მოწვევა "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად. ღონისძიებას არ ესწრებოდა რამდენიმე ქვეყნის ის ლიდერი, რომელიც მიწვევვას დათანხმდა, მათ შორის, ალექსანდრე ლუკაშენკო. წესდებას ხელი სულ 19-მა სახელმწიფომ მოაწერა, საბჭოს თავმჯდომარე თავად დონალდ ტრამპი გახდა. ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ მიიწვია აღნიშნულ საბჭოში რუსეთი? როგორც ტრამპმა აღნიშნა, საბჭოში რამდენიმე სადავო ადამიანია, თუმცა ისინი არიან, ვინც საქმეს აკეთებენ. „ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანა. ყველა ქვეყანა, სადაც ხალხს აქვს ძალა. ამ გზით არასდროს შეგვექმნება პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი საბჭო, რომელიც ოდესმე შეკრებილა. დიახ, რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს მასში, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ის მოწვეული იყო. მან ეს მიიღო,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა კითხვის საპასუხოდ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ძალიან ძნელი“ იქნება რუსეთის გვერდით ყოფნა და საბჭოს წევრობა. ლონდონმაც გამოხატა შეშფოთება საბჭოში პუტინის მიწვევაზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა: „უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში პუტინი არის აგრესორი და მან არაერთხელ აჩვენა, რომ სერიოზულად არ უდგება მშვიდობის დამყარებას.“ ჩინეთი სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს ტრამპის მშვიდობის საბჭოს მიმართ. ჩინეთისთვის შემაშფოთებელია, რომ ტრამპს შეიძლება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩანაცვლება სურს. აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირის დასაწყისში ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ამის გაკეთება და მან უპასუხა: შეიძლება.“ პეკინი გაეროს დამფუძნებელი წევრია. ის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რაც ხელს უწყობს მისი, როგორც მსოფლიო ძალის სტატუსის განმტკიცებას. რომელი ქვეყნები შეუერთდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“
ბელგია უარყოფს, რომ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ხელი მოაწერა
თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების სია, რომელშიც ბელგიაც შედიოდა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ ამ სიაში ბელგია შეცდომით შეიყვანეს. სამთავრობო წყაროს ცნობით, აშშ-ს ბელგია ბელორუსში აერია. „ბელგიას ხელი არ მოუწერია „მშვიდობის საბჭოს“ ქარტიაზე. ეს განცხადება არასწორია. „ჩვენ გვსურს საერთო და კოორდინირებული ევროპული პასუხი. ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად, ჩვენც გვაქვს ეჭვები ამ წინადადებასთან დაკავშირებით,“ - დაწერა მინისტმა. ამერიკულმა საინფორმაციო არხმა NBC-მ მოგვიანებით, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიამ მართლაც მოაწერა ხელი შეთანხმებას, მაგრამ ბოლო წუთს უკან დაიხია. თუმცა ბელგიის მთავრობის წყაროებმა ოფიციალურად უარყვეს ეს ცნობა და განაცხადეს, რომ თეთრ სახლს ბელგია ბელორუსთან უბრალოდ აერია. თეთრ სახლს საჯაროდ არ განუმარტავს ოფიციალური განცხადებით, მართლაც დაფიქსირდა თუ არა შეცდომა. Washington Post-ის ცნობით, ხუთშაბათს, 22 იანვარს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ხელი მოაწერეს საბჭოში მონაწილეობას, მათ შორის იყო ბელგიაც. ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა გააუქმა დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას
„მშვიდობის საბჭოს“ ფარგლები ღაზას გასცდება - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს” მოახლოებულ პირველ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება. დონალდ ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭო“ მხოლოდ ღაზის საკითხით არ შემოიფარგლება, მიზანი მთელ მსოფლიოში მშვიდობის მიღწევაა. „მსოფლიოს ყველა ლიდერი უზარმაზარ თანხებს ჩადებს და ვფიქრობ, ეს ღაზის ფარგლებს გასცდება. ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ ის ვერ გამოავლინეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი, შეიძლება, ცოტათი დაგვეხმარონ,“ – აღნიშნა ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ღაზის სექტორში დაწესებული მრავალი შეზღუდვა მალე მოიხსნება და რეგიონი გაიხსნება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს. „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან. ვატიკანი საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“. მისი განმარტებით, კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.
ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას სომხური მედია ფაშინიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ვაშინგტონში “მშვიდობის საბჭოს” საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება. შეგახსენებთ, სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი წევრები გახდნენ. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს. „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან. ვატიკანი საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“. მისი განმარტებით, კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.
ტრამპის თქმით, ხუთი ქვეყანა მზადაა, ღაზის სექტორში ჯარები გაგზავნოს
ღაზის სექტორში მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას ხუთ ქვეყანა - მაროკო, ალბანეთი, კოსოვო, ინდონეზია და ყაზახეთი მიიღებს. ამ შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში გამართული „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობდა. ტრამპის განაცხადებით, ღაზაში ჯარების გაგზავნას სწორედ ეს ხუთი ქვეყანა დათანხმდა. „ეგვიპტე და იორდანია ასევე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უზრუნველყოფენ წვრთნებითა და მხარდაჭერით ძალიან საიმედო პალესტინის პოლიციის ძალებისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა. სხდომაში მონაწილე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაადასტურა მზადყოფნა, „მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს“ სამხედრო დანაყოფების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მშვიდობისმყოფელი დამკვირვებლების ღაზაში გაგზავნით. თოყაევის თქმით, ასტანა ასევე გამოყოფს დაფინანსებას, საკვებსა და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორისთვის და მონაწილეობას მიიღებს დანგრეული შენობების აღდგენაში. საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს ევალებათ ღაზის სექტორში წესრიგის დაცვა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მტკიცე მშვიდობის დამყარებისთვის ხელშეწყობა. ISF-ის განთავსება დაიწყება რაფაში განლაგებით, სადაც პოლიციას მოამზადებენ და სექტორების მიხედვით გაფართოვდებიან. გრძელვადიანი გეგმა 20,000 ISF-ის ჯარისკაცის გამოყენებას და 12,000 პოლიციელის მომზადებას გულისხმობს. ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭოს” გაეროს “შეფასების” ფუნქცია ექნება და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ „მშვიდობის საბჭო“ დააბრუნებს გაეროს. 19 თებერვალს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა ტრამპის მიერ დაარსებული “მშვიდობის საბჭოს” პირველი შეხვედრა, რომელსაც 47 ქვეყნის ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეებს შორის არ იყვნენ გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრის - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და რუსეთის - წარმომადგენლები. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი ღაზის სექტორისთვის შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ.