თეგი: „შინ ევროპისკენ“
თბილისის მერი: გუშინდელი აქცია რეალობას არ ასახავს, ევროპასა და ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს
საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ წარმოდგენილი ადამიანების რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. „პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით. თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. ამისთვის ხელისუფლება მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერები ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისშიც შეიკრიბნენ. მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო ევროპაა, ეს არის ერი ევროპული გულით, ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, თბილისში გამართულ აქცია შეაფასა და Twitter-ზე ვიდეომიმართვაც ატვირთა. კრამონმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ასე“. „ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით. ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი“, - აღნიშნავს კრამონი Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს
რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ ტარდება. „სირცხვილიას“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა „სირცხვილიას“ ლიდერები დღეს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. აქციაზე არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აღნიშნული აქცია 20 ივნისს, სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა დააანონსა, როდესაც მანიფესტი წაიკითხა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს მასში ნათქვამი იყო, რომ აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებოდნენ, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.