თეგი: ExxonMobil

ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს

მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს. Reuters-ის ცნობით ExxonMobil-ის აქტივები რუსეთში 4,055 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.  „ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ორმა უმსხვილესმა ენერგოკომპანიამ, BP-მ და Shell-მა. ამასთან, ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს.

ExxonMobil-მა რუსული ნავთობის ბიზნესი დატოვა

ExxonMobil-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ბიზნესი   „უსაფრთხოდ დატოვა". კომპანია რუსეთის მთავრობას უზარმაზარ ნავთობსაბადოში მისი წილის „ექსპროპრიაციაში" ადანაშაულებს. აშშ-ის ნავთობის გიგანტმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ „ცალმხრივად შეწყვიტა“ ინტერესი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე სახალინ-1 ნავთობისა და გაზის საბადოზე. „ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ რუსეთის მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისთვის. ორი განკარგულებით, რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად შეწყვიტა ჩვენი ინტერესები Sakhalin-1-ში და პროექტი გადაეცა რუსულ ოპერატორს“, - აღნიშნა ExxonMobil-ის წარმომადგენელმა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ExxonMobil-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1 რუსული ერთობლივი საწარმოდან გასვლის პროცესს იწყებდა. მაისში კომპანია Shell-მა გამოაცხადა ბიზნესის გაყიდვის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ეტაპობრივად დატოვების პროცესშია მისი სხვა რუსული ბიზნესები. თებერვალში, BP-მ განაცხადა, რომ დატოვებს როსნეფტის 19,75%-იან წილს, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ არ შეეძლო „როსნეფტის“ აქციების გაყიდვა. სექტემბერში ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Equinor-მა დაადასტურა, რომ მან სრულად დაასრულა რუსეთიდან გასვლა და განაცხადა, რომ „რუსეთში დარჩენილი აქტივები ან პროექტები არ აქვს“. მაისში, რუსეთის დატოვების შესახებ Equinor-მაც განაცხადა.