მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს. Reuters-ის ცნობით ExxonMobil-ის აქტივები რუსეთში 4,055 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ორმა უმსხვილესმა ენერგოკომპანიამ, BP-მ და Shell-მა. ამასთან, ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს.