ExxonMobil-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ბიზნესი „უსაფრთხოდ დატოვა". კომპანია რუსეთის მთავრობას უზარმაზარ ნავთობსაბადოში მისი წილის „ექსპროპრიაციაში" ადანაშაულებს.
აშშ-ის ნავთობის გიგანტმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ „ცალმხრივად შეწყვიტა“ ინტერესი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე სახალინ-1 ნავთობისა და გაზის საბადოზე.
„ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ რუსეთის მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისთვის. ორი განკარგულებით, რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად შეწყვიტა ჩვენი ინტერესები Sakhalin-1-ში და პროექტი გადაეცა რუსულ ოპერატორს“, - აღნიშნა ExxonMobil-ის წარმომადგენელმა.
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ExxonMobil-მა განაცხადა, რომ Sakhalin-1 რუსული ერთობლივი საწარმოდან გასვლის პროცესს იწყებდა.
მაისში კომპანია Shell-მა გამოაცხადა ბიზნესის გაყიდვის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ეტაპობრივად დატოვების პროცესშია მისი სხვა რუსული ბიზნესები. თებერვალში, BP-მ განაცხადა, რომ დატოვებს როსნეფტის 19,75%-იან წილს, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ არ შეეძლო „როსნეფტის“ აქციების გაყიდვა.
სექტემბერში ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Equinor-მა დაადასტურა, რომ მან სრულად დაასრულა რუსეთიდან გასვლა და განაცხადა, რომ „რუსეთში დარჩენილი აქტივები ან პროექტები არ აქვს“.
მაისში, რუსეთის დატოვების შესახებ Equinor-მაც განაცხადა.