თეგი: F16
ბულგარელი კანონმდებლები ამერიკული F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ
NATO-ს წევრი ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს კანონმდებლებს, რომლებიც ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ. თავდაცვის მინისტრ დრაგომირ ზაკოვის თქმით, ვაშინგტონმა ბულგარეთს რვა უფრო თანამედროვე აღჭურვილობის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მეორე პარტია შესთავაზა. ზაკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი ისარგებლებს ამ შეთავაზებით და ეს საკითხი პირველ ნოემბრამდე უნდა გადაწყვიტოს. ამ საკითხმა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. პრორუსული პოლიტიკური ძალები თვითმფრინავის შესყიდვას ეწინააღმდეგებიან. 2019 წელს, ბულგარეთმა აშშ-სგან რვა F-16 Block 70 გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარი გადაიხადა. აპრილში, აშში-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DFCA) განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის ოთხი ($1,673 მილიარდის ღირებულების) F-16 C Block 70 გამანადგურებლის და ოთხი F-16 D Block 70 გამანადგურებლის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა.
ჩავუშოღლუ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვაზე: აშშ-სთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, კონგრესში ატმოსფერო შეიცვალა
F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ძალიან დადებითია. დაახლოებით, $6 მილიარდიანი გარიგება მოიცავს 40 ახლად შექმნილი F-16V გამანადგურებლის შესყიდვას და თურქეთის საჰაერო ძალების მფლობელობაში არსებული სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზებას (80 F-16 C/D). თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.
ბელგია უკრაინას F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ბელგიის ხელისუფლებამ 100 მილიონი ევრო გამოყო ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად, რომელთა მიწოდებას ბრიუსელი კიევისთვის საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში აპირებს. „მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა უკრაინის დახმარების 25-ე პაკეტი: 100 მილიონი ევრო გამოიყოფა F-16-ის მოვლა-პატრონობისთვის და მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში,“ - დაწერა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. კოალიციის ფარგლებში ბელგია აპირებს, უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიაწოდოს. ბელგიელი სამხედროები დანიის სასწავლო ცენტრში უკრაინელ პილოტებს ამზადებენ. გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.