ბელგია უკრაინას F-16-ების ტექნიკური მომსახურებისთვის 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

ბელგიის ხელისუფლებამ 100 მილიონი ევრო გამოყო ამერიკული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად, რომელთა მიწოდებას ბრიუსელი კიევისთვის საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში აპირებს.


„მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა უკრაინის დახმარების 25-ე პაკეტი: 100 მილიონი ევრო გამოიყოფა F-16-ის მოვლა-პატრონობისთვის და მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში,“ - დაწერა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.


კოალიციის ფარგლებში ბელგია აპირებს, უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავები მიაწოდოს. ბელგიელი სამხედროები დანიის სასწავლო ცენტრში უკრაინელ პილოტებს ამზადებენ.


გასული წლის აგვისტოში, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.