ბულგარელი კანონმდებლები ამერიკული F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ

NATO-ს წევრი ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს კანონმდებლებს, რომლებიც ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ. თავდაცვის მინისტრ  დრაგომირ ზაკოვის თქმით, ვაშინგტონმა ბულგარეთს რვა უფრო თანამედროვე აღჭურვილობის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მეორე პარტია შესთავაზა.

ზაკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი ისარგებლებს ამ შეთავაზებით და ეს საკითხი პირველ ნოემბრამდე უნდა გადაწყვიტოს.

ამ საკითხმა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. პრორუსული პოლიტიკური ძალები თვითმფრინავის შესყიდვას ეწინააღმდეგებიან.

2019 წელს, ბულგარეთმა აშშ-სგან რვა F-16 Block 70 გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

აპრილში, აშში-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DFCA) განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის ოთხი ($1,673 მილიარდის ღირებულების) F-16 C Block 70 გამანადგურებლის და ოთხი F-16 D Block 70 გამანადგურებლის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა.