თეგი: ISFED
ამერიკის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას
ევროკავშირის წარმომადგენლობის შემდეგ, ამერიკის საელჩოც ეხმაურება ISFED-ის არდაშვებას საარჩევნო რეფორმის საკითხზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში. ამერიკის საელჩოს შეფასებით, ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას. ევროკავშირი: ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში „სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება, მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ. ხსენებული გადაწყვეტილების გამო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა. 18 აგვისტოს სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. „სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ„"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება. „ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. „სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - განუცხადა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს. სამუშაო ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორი კვოტა დაუშვა. ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან - „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლის შესრულება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, მეათე პუნქტში წერია: ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.
პაპუაშვილის თქმით, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია სულ მცირე 2 არასამთავრობო, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 200 NGO-ს
„ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგი ორგანიზაციის განცხადება იყო თითქოს მათ ჰქონდათ სურვილი და ვერ მოხვდნენ, ყველა ჯგუფში არის წარმოდგენილი მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია და მათ ასევე აქვთ როტაციის საშუალება. „ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც ორასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული, თითქმის ყველა ვინც კი გსმენიათ, ყველა ორგანიზაცია არის ამ პლატფორმაში, და ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ ჯგუფშიც იყოს თავისთავად სამუშაო გარემო, ვინაიდან არის პარლამენტის წევრები წარმოდგენილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაგვისახელონ ორი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ამ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და ორას არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, შესაბამის ანგარიშს ჩააბარებს მათ, მოისმენს პოზიციებს და წარმოადგენს სამუშაო ჯგუფში. ამავე დროს, მათ აქვთ შესაძლებლობა როტაციის, ანუ ორი ადგილი არის გამოყოფილი პლატფორმისთვის და კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია რომელ ღონისძიებას დაესწრება ეს შეუძლია მათ შემდეგ გადაწყვიტონ. ამიტომ არა თუ ფართო ჩართულობაა უზრუნველყოფილი, თითქმის 200 ორგანიზაციაა ამით პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა
„ამერიკის საელჩოს ისფედის მიმართ სრული ნდობა აქვს და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს რეფორმების შემუშავებაში, რომელიც შემდეგ პარლამენტმა მიიღო“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (OSCE/ODIHR) ანგარიშები, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. მათ შორის კარუსელი, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც არჩევნების დღეს, ისე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ. „ზოგადად, ეს არჩევნები არცერთ ორგანიზაციას არ შეუფასებია, როგორც სრულად სამართლიანი, ასე რომ ეს დარღვევები ისფედის პასუხისმგებლობა არ არის. „ზოგადად, საზოგადოების ნდობაც რომ ნაკლებია საარჩევნო შედეგების მიმართ, ეს არ არის ისფედის პასუსიხმგებლობა“, - განაცხადა ელჩმა. რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.
კელი დეგნანმა ISFED-სა და რევოცულიურ სცენარზე კობახიძის განცხადებას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა
ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თითქოს, „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა. „რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. ამერიკის ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა: „ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.
ISFED-ის ცნობით, სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესის 27 მონაწილე სამინისტროს უჩივის
2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 27-მა „სამართლიან არჩევნებს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჯამში რეგისტრირებული იყო 3205 პირი, რომელთაგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 1366 პირი. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება - წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება. გამოცდაზე გამოცხადებული 1839 ადამიანიდან გასაუბრების ეტაპზე 755 გადავიდა. 2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება. მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ. ორგანიზაციის თანახმად, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე. 2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ. განათლების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ გაუვრცელებია.