ამერიკის ელჩის კელი დეგნანის შეფასებით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თითქოს, „სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.
რაც შეეხება ISFED-ის შეცდომას, ელჩის განმარტებით, ეს იყო უმნიშვნელო სტატისტიკური შეცდომა, რომლის შესახებაც საზოგადოებას ეცნობა და მისი ისე წარმოჩენა, რომ ეს იყო რევოლუციური სცენარი ან გამიზნული, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციიაა.
„რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, რომლებიც ჰქონდა ამ ორგანიზაციას, მაშინვე, როგორც კი, დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ ამის შესახებ შეატყობინეს საზოგადოებას. როგორც ისფედის, ისე სხვა ასეთი ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესში მნიშვნელოვანია და ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის რეკომენდაციებშიც, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური“, - განაცხადა კელი დეგანმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ უპასუსებს „ირაკლი კობახიძის განცხადებას, ISFED-მა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ, ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად და ის რომ საელჩომ იცოდა და არ გაამხილა, ეს კითხვებს ბადებს“. ამერიკის ელჩმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ყველამ, ვინც 6-თვიან მოლაპარაკებებში მონაწილოებდა, კარგად იცის, რომ მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ფაქტს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.