თეგი: Leopard

უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg

Bloomberg-ი იუწყება, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. გამოცემასთან საუბრისას, წყაროები აცხადებენ, რომ ბერლინს მოკავშირეებს შორის მზარდი იმედგაცრუების ჩასახშობად, ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სურს. მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს. „ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს. „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.

ესპანეთი სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და 600 ჯარისკაცს გაგზავნის - მედია

ესპანური ყოველდღიური გაზეთის ABC-ის ცნობით, ესპანეთი მომავალ წელს სლოვაკეთში სამხედრო პერსონალის ჯგუფს აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნის, რაც რუსეთის შეკავების მცდელობის ნაწილად განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს ესპანეთის შეიარაღებული ძალები სლოვაკეთში სამხედრო კონტიგენტს განათავსებს. კერძოდ, 600 ჯარისკაცი NATO-ს მისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრებს განამტკიცებს. 600 სამხედრო მოსამსახურის გარდა, ესპანეთი უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და ვერტმფრენებს განათავსებს. მანამდე ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი. NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა.