ესპანური ყოველდღიური გაზეთის ABC-ის ცნობით, ესპანეთი მომავალ წელს სლოვაკეთში სამხედრო პერსონალის ჯგუფს აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნის, რაც რუსეთის შეკავების მცდელობის ნაწილად განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს ესპანეთის შეიარაღებული ძალები სლოვაკეთში სამხედრო კონტიგენტს განათავსებს. კერძოდ, 600 ჯარისკაცი NATO-ს მისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრებს განამტკიცებს.
600 სამხედრო მოსამსახურის გარდა, ესპანეთი უკრაინის საზღვარზე Leopard-ის ტიპის ტანკებსა და ვერტმფრენებს განათავსებს. მანამდე ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი.
NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა.