თეგი: NATO-სამიტი
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ არის რუსეთისთვის შემდეგი - მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი?
უკრაინა NATO-ს მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთს მომავალი მსოფლიო წესრიგის კარნახი სურს. შესაბამის მასალას Reuters-ი NATO-ს სამიტზე ზელენსკის გამოსვლას უძღვნის. უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ვიდეოფორმატში მიმართა და რუსეთთან ომში კრემლის უპირატესობის დაძლევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ამისთვის საჭირო იარაღის მიწოდების საჭიროებაზე მიუთითა. უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ბრძოლის ველზე პირველ რიგში არტილერიას ეყრდნობა. აუცილებელია რუსეთის საარტილერიო უპირატესობის გატეხვა, რათა არ მოხდეს ომის გაჭიანურება და ამ მიზნით უკრაინას გაცილებით მეტი ასეთი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია სჭირდება. „უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასეთი სისტემების მიწოდება დაარღვევს ქალაქების განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორზე რუსეთის ტაქტიკა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი სვამს შეკითხვას - ვინ არის რუსეთისთვის შემდეგი - მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი? და, ამ შეკითხვას თავადვე უპასუხა: „ყველა მათგანი“. მისი თქმით, NATO ამტკიცებს ახალ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც „უპირველეს ყოვლისა ეხება სტრატეგიას მათი საზოგადოებების, წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას", ხოლო უკრაინა განიცდის „საკრუიზო რაკეტების იერიშის შედეგად გამოწვულ ტკივილს, კლავენ ბავშვებს და ქალებს აუპატიურებენ".
ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ NATO-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე მიმდინარეობს. ზელენსკი აცხადებს, რომ აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას ზელენსკის შეფასებით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს NATO-ში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ. ზელენსკის თქმით, როგორც ჩანს, არ არსებობს არც NATO-ში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად. უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს, რომ „ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ისაუბროს.“ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს 2-დღიანი სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა.