უკრაინა NATO-ს მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთს მომავალი მსოფლიო წესრიგის კარნახი სურს. შესაბამის მასალას Reuters-ი NATO-ს სამიტზე ზელენსკის გამოსვლას უძღვნის. უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ვიდეოფორმატში მიმართა და რუსეთთან ომში კრემლის უპირატესობის დაძლევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ამისთვის საჭირო იარაღის მიწოდების საჭიროებაზე მიუთითა.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ბრძოლის ველზე პირველ რიგში არტილერიას ეყრდნობა. აუცილებელია რუსეთის საარტილერიო უპირატესობის გატეხვა, რათა არ მოხდეს ომის გაჭიანურება და ამ მიზნით უკრაინას გაცილებით მეტი ასეთი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია სჭირდება.
„უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასეთი სისტემების მიწოდება დაარღვევს ქალაქების განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორზე რუსეთის ტაქტიკა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი სვამს შეკითხვას - ვინ არის რუსეთისთვის შემდეგი - მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი? და, ამ შეკითხვას თავადვე უპასუხა: „ყველა მათგანი“.
მისი თქმით, NATO ამტკიცებს ახალ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც „უპირველეს ყოვლისა ეხება სტრატეგიას მათი საზოგადოებების, წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას", ხოლო უკრაინა განიცდის „საკრუიზო რაკეტების იერიშის შედეგად გამოწვულ ტკივილს, კლავენ ბავშვებს და ქალებს აუპატიურებენ".