თეგი: OPEC
WSJ: OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს
WSJ-ს ცნობით, OPEC-ის ზოგიერთი წევრი ნავთობის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების იდეას ემხრობა. რუსეთი არ არის OPEC-ის წევრი, მაგრამ 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს ნავთობის მოპოვებას ჯგუფთან ერთად, რომელიც არის OPEC-OPEC+ კოალიციის ნაწილი და ნავთობის გლობალური მოპოვების ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რაც აძლიერებს მოსკოვის გავლენას ნავთობის ბაზარზე. წევრებს შორის პაქტს ეწოდება თანამშრომლობის დეკლარაცია, ან DoC. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ WSJ-ის ცნობით, სანქციები ძირს უთხრის მოსკოვის უნარს, რომ აწარმოოს მეტი ნავთობი. OPEC-ის დელეგატმა განუცხადა WSJ-ს, რომ „ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ტექნიკურად რუსეთი ამჟამად ვერ მიიღებს ეფექტურ მონაწილეობას DoC-ში. OPEC-ის დელეგატებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს საუბარი რუსეთის გარიცხვაზე მანამდე, ვიდრე ევროკავშირი დათანხმდებოდა რუსული ნავთობის შესყიდვის ნაწილობრივ აკრძალვას. გამოცემა წერს, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა ნაწილობრივმა ემბარგომ შესაძლოა გზა გაუხსნას საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და OPEC-ის სხვა მწარმოებლებს, რათა გაცილებით მეტი ნავთობი აწარმოონ, რადგან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნავთობის ფასი ბარელზე $ 100-ზე მაღლა ასწია. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის სამ უმსხვილეს მწარმოებელს შორისაა, გასულ წელს შეთანხმდა OPEC-თან და OPEC-ის არაწევრ ცხრა ქვეყანასთან ნავთობის მოპოვების ყოველთვიურად გაზრდაზე. მოსალოდნელია, რომ წარმოება წელს დაახლოებით 8%-ით შემცირდება. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის
OPEC+-ის შეთანხმების მონაწილეებმა, წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ, გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების კვოტა 2022 წლის ივლისისა და აგვისტოსთვის დღეში 648 000 ბარელამდე გაზარდონ. წინა გეგმა ითვალისწინებდა ყოველთვიურ ზრდას მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თვეში 432 000 ბარელით. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნავთობის მოპოვება ივლისიდან დაჩქარდება, ნათქვამია OPEC-ის გზავნილში. WSJ: OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს ამრიგად, ყოველთვიური წარმოების კვოტა გაიზარდა დაახლოებით 220 000 ბარელით დღეში. შეთანხმების თანახმად, რუსეთი და საუდის არაბეთი შეძლებენ ნავთობის მოპოვების გაზრდას ივლისში 170 000 ბარელით დღეში, ივნისის კვოტის წინააღმდეგ, 10,8 მილიონ ბარელამდე. OPEC+-ის წევრებმა ასევე გადაწყვიტეს გაახანგრძლივონ ადრე დაბალი წარმოების კომპენსაციის პერიოდი 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე, როგორც ამას მოითხოვდა ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც არასაკმარისი შედეგი ჰქონდა. ამ ქვეყნებმა ნედლეულის წარმოების გეგმები 17 ივნისამდე უნდა წარადგინონ. OPEC+-ის შემდეგი შეხვედრა 30 ივნისს არის დაგეგმილი. ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება $117-მდე გაიზრდება. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს. OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონამდე დაეცა.
OPEC: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი, თებერვალში 15%-ით გაიზარდა
თებერვალში BTC-ით ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტმა 2024 წლის თებერვალში საშუალოდ 618 ათასი ბარელი შეადგინა. ინფორმაციას OPEC-ი (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) ავრცელებს.