არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-დან გასვლას აანონსებს.
კერძოდ, საამიროები ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციიდან (OPEC და OPEC+) ოფიციალურად 2026 წლის პირველ მაისს გავა.
ენერგეტიკის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ-მაზრუეიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რეგიონის სახელმწიფოების ენერგეტიკული სტრატეგიების ყურადღებით განხილვის შემდეგ მიიღეს.
მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროებს საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები არ ჰქონია. სპარსეთის ყურის სახელმწიფოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, ქვეყანას, რომელსაც ჯგუფების წინაშე ვალდებულებები არ ექნება, მეტი მოქნილად მოქმედებების საშუალება მიეცემა.
მაზრუეის თქმით, ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამო, გადაწყვეტილებას ნავთობის ბაზარზე დიდი გავლენა არ ექნება.
Reuters-ი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების OPEC-დან გასვლამ შესაძლოა, ორგანიზაციის დასუსტება გამოიწვიოს.
OPEC 1960 წელს ხუთი ქვეყნის - ირანის, ერაყის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ვენესუელის მიერ დაარსდა, რათა ნავთობის მსხვილი ექსპორტიორების ინტერესები დაეცვათ.
ხუთი დამფუძნებელი წევრის გარდა, მასში ასევე შედიან ალჟირი, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ლიბია, ნიგერია და კონგოს რესპუბლიკა. არაბთა გაერთიანებული საამიროები 1967 წელს შეუერთდა ორგანიზაციას და მისი გასვლის შემდეგ, OPEC-ში 11 წევრი დარჩება. არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC-ის ქვეყნებს შორის, მეოთხე უდიდესი ნავთობმწარმოებელია.