დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის გახსნიდან რვა კვირაში უკრაინის ბაზარზე დაბრუნდება. კომპანია გეგმავს, 75 მიმართულება გახსნას ევროპიდან უკრაინაში და 30-მდე $3 მილიარდზე მეტის ღირებულების, ახალი Boeing 737 MAX განათავსოს უკრაინის მთავარი აეროპორტების ბაზაზე.
კომპანიის დელეგაცია ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია. დელეგაციის წევრები კიევის, ლვოვის და ოდესის აეროპორტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კუბრაკოვიც ესწრებოდა.
უკრაინის ყველა სხვა აეროპორტის მსგავსად, ბორისპილიც 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა.
უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის მას შემდეგ დაიხურა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის საჰაერო მიმოსვლის სახელმწიფო საწარმო, Ukraerorukh-ი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცე ომის დასრულების შემდეგ გაიხსნება.