თეგი: Space X

SpaceX-ის ახალი რაკეტა პირველი გაშვების დროს აფეთქდა - ილონ მასკის კომენტარი

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ახალი რაკეტა, Starship-ი პირველი გაშვების დროს აფეთქდა. ტეხასის აღმოსავლეთ სანაპიროდან უეკიპაჟოდ გამოცდისას, არავინ დაშავებულა.   ფრენის დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, რაკეტა კონტროლს კარგავს და ფეთქდება. აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.  მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია რაკეტის გაშვებას რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ ეცდება. მისივე განმარტებით, Space X-მა ბევრი რამ ისწავლა რაკეტა Starship-ის შემდეგი გაშვებისთვის.   

ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერია

ამერიკელი მილიარდერი, კომპანიების Tesla-ს, Space X-ის და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერია. მასკი კიდევ ხუთი კომპანიის თანადამფუძნებელია, მათ შორისაა გვირაბების გაყვანის სტარტაპ „ბორინგ ქომფანი“ და ტვინის იმპლანტების მწარმოებელი „ნეურალინკი.“ Reuters-ის გამოთვლებით, მისი წმინდა ქონება 12 ივნისს აქციებით ვაჭრობის დაწყებისას 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს აქციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მფლობელობაში გადავა. მასკის ქონების უმეტესი ნაწილი ამჟამად Space X-შია მობილიზებული, სადაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის. 54 წლის მასკი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა, კანადელი დედისა და სამხრეთ აფრიკელი მამის ოჯახში. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. IPO-ს ფარგლებში ბირჟაზე გაიტანეს 555,6 მილიონი ჩვეულებრივი აქცია თითო 135 დოლარად. IPO-ს შემდეგ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. Reuters-ის ცნობით, SpaceX-ის IPO უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც 2019 წელს გავიდა ბირჟაზე.