ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერია

ამერიკელი მილიარდერი, კომპანიების Tesla-ს, Space X-ის და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერია. მასკი კიდევ ხუთი კომპანიის თანადამფუძნებელია, მათ შორისაა გვირაბების გაყვანის სტარტაპ „ბორინგ ქომფანი“ და ტვინის იმპლანტების მწარმოებელი „ნეურალინკი.“


Reuters-ის გამოთვლებით, მისი წმინდა ქონება 12 ივნისს აქციებით ვაჭრობის დაწყებისას 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს აქციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მფლობელობაში გადავა.


მასკის ქონების უმეტესი ნაწილი ამჟამად Space X-შია მობილიზებული, სადაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის.


  • 54 წლის მასკი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა, კანადელი დედისა და სამხრეთ აფრიკელი მამის ოჯახში. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა.

ცნობისთვის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. IPO-ს ფარგლებში ბირჟაზე გაიტანეს 555,6 მილიონი ჩვეულებრივი აქცია თითო 135 დოლარად.


IPO-ს შემდეგ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

Reuters-ის ცნობით, SpaceX-ის IPO უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც 2019 წელს გავიდა ბირჟაზე.