ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ახალი რაკეტა, Starship-ი პირველი გაშვების დროს აფეთქდა. ტეხასის აღმოსავლეთ სანაპიროდან უეკიპაჟოდ გამოცდისას, არავინ დაშავებულა.
ფრენის დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, რაკეტა კონტროლს კარგავს და ფეთქდება. აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია რაკეტის გაშვებას რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ ეცდება. მისივე განმარტებით, Space X-მა ბევრი რამ ისწავლა რაკეტა Starship-ის შემდეგი გაშვებისთვის.