თეგი: ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს. ამასთან, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.  

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ახმეტაში, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ცნობილია, მოზარდი დარბაზაში ვარჯიშობდა, რა დროსაც ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2005 წელს დაბადებულმა პირმა მეზობელს სახის არეში ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი - 1952 წელს დაბადებულ ლ.ხ.- სანადირო თოფიდან გასროლით, სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს. ასევე,ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა, მკვლელობის სავარუდო მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, თანასოფლელმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა, რის გამოც მძიმედ დაჭრილი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.  

ახმეტაში, ანძის შეკეთებისას კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

35 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევას ახმეტაში. როგორც ადგილობრივევი ჟურნალისტებთან ამბობენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული, სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი კაცი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და კახეთში სტიქიის გამო დაზიანებული ანძის შეკეთებას ცდილობდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, კომპანია “მაგთიკომში” დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.