ახმეტაში, ანძის შეკეთებისას კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

35 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევას ახმეტაში. როგორც ადგილობრივევი ჟურნალისტებთან ამბობენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული, სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.


გარდაცვლილი კაცი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და კახეთში სტიქიის გამო დაზიანებული ანძის შეკეთებას ცდილობდა.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, კომპანია “მაგთიკომში” დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.