ახმეტის მუნიციპალიტეტში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ახმეტაში, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ძიუდოში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 

როგორც ცნობილია, მოზარდი დარბაზაში ვარჯიშობდა, რა დროსაც ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.