ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა, მკვლელობის სავარუდო მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, თანასოფლელმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა, რის გამოც მძიმედ დაჭრილი პირი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.