ყაზახეთმა 2022 წლის მარტში 410,1 ათასი ტონა ბენზინი აწარმოა, რაც 13,6 პროცენტით მეტია 2021 წლის მარტისა და 6,4 პროცენტით მეტია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ Trend-ი ყაზახეთის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
2022 წლის სამ თვეში, საწვავის წარმოების მაჩვენებელმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბენზინის იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტში 60 ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტმა იანვრიდან მარტამდე - 251,3 ტონა. ყაზახეთის შიდა ბაზარზე ბენზინის გაყიდვის მოცულობა 2021 წლის მარტთან შედარებით 17 პროცენტით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 პროცენტით გაიზარდა და 410,1 ათასი ტონა შეადგინა. შიდა ბაზარზე გაყიდვებმა სამი თვის განმავლობაში 1,2 მლნ ტონა შეადგინა, რაც 14,1-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საგილისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში ბენზინი არ იყო ექსპორტირებული.
ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია.
გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.