საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა.
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია.
აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველომ რუსეთიდან იმპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში $160 მილიონით გაზარდა.
2021 წლის მონაცემით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტში მოწინავე პოზიციას თურქმენეთი იკავებდა.