ყაზახეთმა ავტოტრანსპორტით ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 6 თვით შეზღუდა

ყაზახეთში საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ექვსი თვით გაგრძელდა. რასაც ენერგეტიკის, ფინანსთა, შს მინისტრებისა და KNB-ის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება ადასტურებს.

20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება ათი კალენდარული დღის შემდეგ ამოქმედდება.

ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ვადის გაგრძელებაზე ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა. წინა აკრძალვას ვადა 2023 წლის 12 იანვარს ამოეწურა.

ყაზახეთმა საავტომობილო საწვავის ექსპორტზე აკრძალვის ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა. კერძოდ, შეზღუდვები ექვსი თვით გახანგრძლივდა გასული წლის ივლისში და 2021 წლის ნოემბერში. მთავრობამ ნავთობპროდუქტების ექსპორტი მძიმე მანქანებით, აქტიური შესყიდვების ფონზე აკრძალა.