თეგი: ბრძოლები

ზელენსკი სოლედარზე: ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო, მაგრამ რისი მოგება სურდა რუსეთს?

სოლედარში შეიარაღებული ძალების გამძლეობის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და ძალები უკრაინისთვის, მაშინ როცა რუსეთმა მხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა. რუსეთის ძალებმა სოლედარზე, ძლიერი შტურმი დაიწყეს ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი ჯარისკაცების ურყევობის წყალობით, იქ, სოლედარში, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და დამატებითი ძალები უკრაინისთვის და რისი მოგება სურდა რუსეთს იქ? ყველაფერი მთლიანად განადგურდა, თითქმის არავინ დარჩენილა ცოცხალი. 1000-მდე ადამიანი დაკარგეს, ირგვლივ ცხედრებია. დარტყმისგან ნაწიბურები აქვს მიწას. ეს არის ერთგვარი სიგიჟის შედეგი“, - თქვა ზელენსკიმ.  

CNN: უკრაინის ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის

უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება „ჩვენ დაახლოებით ხუთი მილის, შვიდი კილომეტრის მანძილზე ვართ ადგილიდან, სადაც ბრძოლებია. შეგიძლიათ არტილერიის ხმა გაიგოთ - აფეთქებების უმეტესობა ქალაქის მხრიდან ისმის”, - განაცხადა ამერიკელმა კორესპონდენტმა. CNN-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საკუთარი ვალდებულებების შესრულებით არიან დაკავებულები - „უკან დახევისა ან გასვლის რამე ნიშნები არ არის”. CNN-ის კორესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ჯარისკაცთან, რომელიც ახლა სოლედარში იმყოფება და იგი ასევე უარყოფს რუსების ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განცხადებებს. „აქ რთულია, მაგრამ უფრო ცოცხლები ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაუჯეროთ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ იქ ვუძლებთ. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად. ხელმძღვანელების გარეშე”, - განაცხადა ჯარისკაცმა. მისი თქმით, შემდგომი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან, მტერი ქალაქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს. მისივე თქმით, მტერი კავშირს ახშობს, რის გამოც სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის კოორდინირება რთულდება.  

პოდოლიაკი: ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება სოლედარსა და ბახმუტში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა France-Presse-თან, ომში, უკრაინის ადრეული გამარჯვების პირობები დაასახელა და ასევე სოლედარში არსებულ ვითარებას შეეხო.  „სოლედარში სასტიკი ბრძოლებია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი აზრით, ომი შესაძლოა, უკრაინის გამარჯვებით ჯერ კიდევ 2023 წელს დასრულდეს, იმ პირობით, რომ დასავლეთი გაზრდის იარაღის, კერძოდ, შორი დისტანციის რაკეტებისა და მძიმე ტანკების მიწოდების მოცულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოდოლიაკის აზრით, ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. „მხოლოდ 100 კმ-ზე მეტი მანძილის მქონე რაკეტები მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკი გულისხმობს ამერიკულ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ, დაახლოებით 300 კმ მანძილი დაფარონ, - აღნიშნავს სააგენტო. დონეცკის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პოდოლიაკმა თქვა, რომ მთავარი განსხვავება არსებულ ვითარებასა და სხვა ქალაქებისთვის ბრძოლებს შორის არის ის, რომ სოლედარსა და ბახმუტში ამ დროისთვის მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის. „თუკი მარიუპოლში დაღუპულთა 90% მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, სოლედარსა და ბახმუტში ჯარისკაცები არიან“, - თქვა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ეს ქალაქები რუსეთისთვის არანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენს.  

უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინული მხარე, რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს სოლედარის აღების შესახებ უარყოფს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. „ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გამოვავლინოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური პოზიცია. მტერმა ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალა გამოიყენა, მაგრამ ჩვენი ძალები მაინც იბრძვიან ქალაქში“, - ამბობს ჩერევატი. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქს რუსული ძალები აკონტროლებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.  

უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ სოლედარს რუსეთის ძალები არ აკონტროლებენ

„მტერის ძირითადი შეტევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, განსაკუთრებით სოლედარის რაიონში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული შენაერთები განაგრძობენ ქალაქის დაცვას", - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის პრესატაშემ სერჰი ჩერევატმა უკრაინული არხების ტელემარათონის ეთერში განაცხადა. უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები „სოლედარის სტატუსი რუსული არ არის. ჩვენი ქვედანაყოფები იბრძვიან, მუდმივ ზარალს აყენებენ მტერს და ყოველდღე ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს ქალაქი მტერს არ ნებდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერმა წარმოუდგენელი ფასი გადაიხადოს“, - ციტირებს ჩერევატს სააგენტო „უკრინფორმი“. მანამდე რუსულმა მილიტარისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ვაგნერის PMC“-ის დაქირავებულებმა აიღეს სადგური და სოფელი სოლი, სოლედარის დასავლეთ გარეუბანში. შეტყობინებას ახლავს ფოტო და ვიდეო სადგურის შენობის ფონზე, მაგრამ ამ ინფორმაციის სხვა სანდო დადასტურება არ არსებობს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დამაჯერებლად აკონტროლებენ რუსები ამ ტერიტორიას.  სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.  

დონბასში ბრძოლების ინტენსივობა მატულობს - ანა მალიარი

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის თქმით, ოკუპანტები ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებით ზწოლას აძლიერებენ, იზრდება ბრძოლების ინტენსივობა. „მტერი აძლიერებს ზეწოლას ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი ბრძოლაში იყენებს მნიშვნელოვან პერსონალს, იარაღსა და სამხედრო ტექნიკას, ცდილობს ჩვენი თავდაცვა გაარღვიოს, განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს, მაგრამ არ ცვლის გეგმებს. ბრძოლების ინტენსივობა იზრდება“,- აცხადებს მალიარი. 25 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატმა განაცხადა, რომ დამცველებმა მთლიანად დატოვეს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი და წინასწარ დაგეგმილ პოზიციებზე გადავიდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს