სოლედარში შეიარაღებული ძალების გამძლეობის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და ძალები უკრაინისთვის, მაშინ როცა რუსეთმა მხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა.
ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენი ჯარისკაცების ურყევობის წყალობით, იქ, სოლედარში, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და დამატებითი ძალები უკრაინისთვის და რისი მოგება სურდა რუსეთს იქ? ყველაფერი მთლიანად განადგურდა, თითქმის არავინ დარჩენილა ცოცხალი. 1000-მდე ადამიანი დაკარგეს, ირგვლივ ცხედრებია. დარტყმისგან ნაწიბურები აქვს მიწას. ეს არის ერთგვარი სიგიჟის შედეგი“, - თქვა ზელენსკიმ.