თეგი: დელეგაცია

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი 10-14 აპრილს არის­ დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარალამენტის ვებგვერდზე არის განთავსებული. ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) მუშაობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო შედეგებს ქვეყნისთვის. ევროპარლამენტარები, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და თავდაცვის მინისტრს. "ამ ვიზიტით ევროპარლამენტს სურს გამოხატოს თავისი სოლიდარობა და ხაზი გაუსვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი: ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა ისლანდიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე. შეხვედრის შემდეგ, ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა Facebook-ის  გვერდზე დაწერა, რომ ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. „საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო.  როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობის 80%, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ეს არის ქართველი ერის არჩევანი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. კარგად გვესმის საქართველოს ეს პოზიცია და მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს იბრძოლოს   პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით NATO-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც NATO-ს დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს NATO-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე“, - წერს ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი,  ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი Facebook-ის  გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს- ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა. ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან. დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას  დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან  გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთან. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე,  მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ. შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინს, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - პაასიკივი-სეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

უკრაინაში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა

23 ივლისს უკრაინას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი ადამ სმიტი, რომელიც პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია და პენტაგონის დაფინანსებას ზედამხედველობს. ასევე მას ნაწილობრივ ეხება ენერგეტიკული საკითხებიც. დელეგაციაში ასევე არიან რესპუბლიკელი - ყოფილი სამხედრო მაიკ უოლცი, CIA-სა და პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დემოკრატი ელისა სლოტკინი, ყოფილი სამხედრო მფრინავი და პროკურორი დემოკრატი მიკი შერილი და დემოკრატი მაიკ კუიგლი. ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ,  შემდგომ კი ირპენსა და ბუჩაში გამგზავრნენ. „კიევში ვიზიტისას ჩვენ უშუალოდ დავინახეთ, თუ რამხელა წარუმატებლობა განიცადა ვლადიმერ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. პუტინის აგრესიამ მხოლოდ გააერთიანა უკრაინა და ევროპის სხვა დემოკრატიები. მისმა თავდასხმამ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის გამანადგურებელ იზოლაცია და NATO-ს აქტუალიზაცია“, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კიევში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) ხელმძღვანელი იაელ ბრაუნ-პივე ვიზიტით კიევში ჩავიდა.ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა ეტიენ დე პონსინმა Twitter-ზე დაწერა.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა „მოხარული ვარ, მივესალმო ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, იაელ ბრაუნ-პივეს და მნიშვნელოვან საპარლამენტო დელეგაციას კიევში“, - დაწერა დიპლომატმა.   საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო შეხვედრიდან, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ესწრება.  

საფრანგეთმა უკრაინას, საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას, თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა.  საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.  შეგახსენებთ, რომ ადრე საფრანგეთმა უკრაინას თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული ორი ერთეული სარაკეტო სისტემა  MLRS LRU (MLRS M270-ის ფრანგული მოდერნიზაცია) გადასცა.