საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტი 10-14 აპრილს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარალამენტის ვებგვერდზე არის განთავსებული.
ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) მუშაობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაძლო შედეგებს ქვეყნისთვის.
ევროპარლამენტარები, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და თავდაცვის მინისტრს.
"ამ ვიზიტით ევროპარლამენტს სურს გამოხატოს თავისი სოლიდარობა და ხაზი გაუსვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.