კიევში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) ხელმძღვანელი იაელ ბრაუნ-პივე ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა ეტიენ დე პონსინმა Twitter-ზე დაწერა. 

„მოხარული ვარ, მივესალმო ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, იაელ ბრაუნ-პივეს და მნიშვნელოვან საპარლამენტო დელეგაციას კიევში“, - დაწერა დიპლომატმა.  

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო შეხვედრიდან, რომელსაც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ესწრება.