თეგი: დნესტრისპირეთი

მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს

დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოცხადების შემდეგ და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს და საკითხის დიპლომატიურად გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „მოლდოვამ ცხადყო, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველაფერში, რაც დნესტრისპირეთის კონფლიქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას და საბრძოლო მასალის უტილიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვიყენებთ დიპლომატიურ გზებს,“- განაცხადა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, სადაც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება

თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში. „როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება", - აღნიშნა დანილოვმა. ასევე წაიკითხეთ: მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

მაია სანდუ: დნესტრისპირეთში დაპირისპირებულ ძალებს დესტაბილიზაცია სურთ

დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მოლდოვას ამ  ქმედებებში ჩათრევის მცდელობას, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას", – თქვა მაია სანდუმ. მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დნესტრისპირეთის ბლოკირებას და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა სურთ. სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას. მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთში, ტირასპოლის აეროდრომთან აფეთქება მოხდა. ცნობისათვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია. 1992 წელს მოლდოვის რესპუბლიკაში დაიწყო დნესტრისპირეთის ომი. დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება. ასევე წაიკითხეთ მაია სანდუ: გვაქვს პოტენციალი, ევროკავშირი უფრო ძლიერი გახდეს ჩვენი წევრობით და ეს კავშირი იყოს ინოვაციური და ყველასთვის სასარგებლო

აშშ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ბოლოდროინდელი ძალადობის გამომწვევ მიზეზს იკვლევს

შეერთებული შტატები იკვლევს ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. გავრცელებული ცნობებით, 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა. 26 აპრილს, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა  

დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. „ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალას შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს: ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია. „ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

უკრაინამ და მოლდოვამ დნესტრისპირეთის გვერდის ავლით სარკინიგზო მონაკვეთი აღადგინეს

ოდესის რეგიონის სამხრეთით, რკინიგზის მუშაკებმა ბერეზინო (უკრაინა) - ბასარაბეასკას (მოლდოვა) მონაკვეთი აღადგინეს. შედეგად, 22 აგვისტოს ამ სადგურებს შორის სარკინიგზო კავშირი,  თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის გვერდის ავლით ამოქმედდება. 22 აგვისტოს, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვისა და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ანდრეი სპინუს მონაწილეობით, განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „22 აგვისტოდან დაიწყება მატარებლების მოძრაობა, უპირველეს ყოვლისა, სატვირთო მატარებლების მოძრაობა ბერეზინოს (ოდესის რეგიონი) – ბასარაბეასკას (მოლდოვა) სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენილი მონაკვეთის გასწვრივ, რომელმაც 1997 წელს სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება. 23 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა რკინიგზის მუშაკებმა რეკორდულ მოკლე დროში - სულ რაღაც ერთ თვეში მოახერხეს“, - აღნიშნა მინისტრმა. ამ მარშრუტის აღდგენა [ბერეზინე-ბასარაბეასკა – რედ.] სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა რუსი ოკუპანტების უწყვეტი თავდასხმების გათვალისწინებით დნესტრისპირეთის შესართავთან. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატივა - მთავარი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც  აკავშირებს ოდესისა და დუნაის პორტებს, რენის და იზმაილს, რომელიც საიმედოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო სერვისებთან. ჩვენ ველით, რომ მივაღწევთ ტვირთის გადაზიდვის საშუალო ტემპს, წელიწადში 10 მილიონ ტონას“, - განაცხადა კუბრაკოვმა. უკრაინული მედიის ცნობით, ბერეზინე-ბასარაბეასკას სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მომსახურება აღდგა, რაც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილია. მისი მიზანია, გაზარდოს სატრანსპორტო მოძრაობა უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე, ევროკავშირის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან.  

მოლდოვა აცხადებს, რომ დნესტრისპირეთში დრონის თავდასხმის შესახებ ცნობებით, "პანიკის გამოწვევას“ ცდილობენ

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა ცნობებს ტირასპოლის სამხედრო ნაწილზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ ცნობებს. ამის შესახებ NewsMaker. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტს ვერ ადასტურებენ და მას "რეგიონში შიშისა და პანიკის პროვოცირების მცდელობა" უწოდეს. ბიურომ ასევე აღნიშნა, რომ ისინი დაუკავშირდნენ სხვა უწყებებს და შეისწავლეს ფოტოები და ვიდეო ტირასპოლში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან. „კადრების შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ინციდენტი არის რეგიონში შიშისა და პანიკის გამოწვევის მცდელობა. სამხედრო ტექნიკა, რომელიც კადრებში ჩანს, ბოლო რამდენიმე წელია, არ მუშაობს," - ნათქვამია განცხადებაში. ბიურომ აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან, „არ ადასტურებს არანაირ თავდასხმას დნესტრისპირეთის რეგიონზე.“ 17 მარტს, არაღიარებულმა სეპარატისტულმა სახელმწიფომ დნესტრისპირეთმა (მოლდოვა) აფეთქებისა და  ტირასპოლში მდებარე სამხედრო განყოფილებაში კამიკაძე-დრონის თავდასხმის შესახებ განაცხადა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შემდეგ ხანძარს შეეძლო ვერტმფრენის განადგურება. მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული. ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის