ოდესის რეგიონის სამხრეთით, რკინიგზის მუშაკებმა ბერეზინო (უკრაინა) - ბასარაბეასკას (მოლდოვა) მონაკვეთი აღადგინეს. შედეგად, 22 აგვისტოს ამ სადგურებს შორის სარკინიგზო კავშირი, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის გვერდის ავლით ამოქმედდება.
22 აგვისტოს, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრე კუბრაკოვისა და მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ანდრეი სპინუს მონაწილეობით, განახლებული სარკინიგზო მონაკვეთი ბერეზინე (უკრაინა)-ბასარაბეასკა (მოლდოვა) გაიხსნა.
შესაბამისი განცხადება უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა.
„22 აგვისტოდან დაიწყება მატარებლების მოძრაობა, უპირველეს ყოვლისა, სატვირთო მატარებლების მოძრაობა ბერეზინოს (ოდესის რეგიონი) – ბასარაბეასკას (მოლდოვა) სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენილი მონაკვეთის გასწვრივ, რომელმაც 1997 წელს სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება. 23 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა რკინიგზის მუშაკებმა რეკორდულ მოკლე დროში - სულ რაღაც ერთ თვეში მოახერხეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამ მარშრუტის აღდგენა [ბერეზინე-ბასარაბეასკა – რედ.] სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა რუსი ოკუპანტების უწყვეტი თავდასხმების გათვალისწინებით დნესტრისპირეთის შესართავთან. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატივა - მთავარი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ოდესისა და დუნაის პორტებს, რენის და იზმაილს, რომელიც საიმედოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო სერვისებთან. ჩვენ ველით, რომ მივაღწევთ ტვირთის გადაზიდვის საშუალო ტემპს, წელიწადში 10 მილიონ ტონას“, - განაცხადა კუბრაკოვმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ბერეზინე-ბასარაბეასკას სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მომსახურება აღდგა, რაც უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალისხმევის ნაწილია. მისი მიზანია, გაზარდოს სატრანსპორტო მოძრაობა უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე, ევროკავშირის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან.